თინეიჯერმა კომპიუტერული თამაშებით 6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

თინეიჯერმა კომპიუტერული თამაშებით 6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

კომპიუტერული თამაშების ყველა მოყვარული ოცნებობს, რომ მისმა გატაცებამ შემოსავალიც მოუტანოს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს კომპიუტერული თამაშები დროის ფუჭი ხარჯვა ჰგონია, ერთმა გეიმერმა ყველას დაუმტკიცა, რომ თამაშების წყალობით გამდიდრება შეიძლება.

სუმაილუ ხასანმა მილიონ-ნახევარი დოლარი კომპიუტერული თამაშის DOTA 2-ს მეშვეობით გამოიმუშავა. ის ამავე თამაშის ჩემპიონატებზე მონაწილეობდა. ძირითადი თანხა ახალგაზრდა პაკისტანელმა საერთაშორისო ჩემპიონატზე გამარჯვებით მოიპოვა, რომელიც 8 აგვისტოს ამერიკაში გაიმართა. საპრიზო ფონდი 18,5 მილიონი დოლარი იყო.

გუნდი ”ბოროტი გენიოსები”, სადაც თამაშობდა სუმაილი, პირველ ადგილზე გავიდა და 6,63 მილიონი დოლარი მოიგო. მონაწილეებმა ფული გაიყვეს, სუმაილის წილი კი 1,6 მილიონი დოლარი იყო.

DOTA 2 სტრატეგიული ჟანრის თამაშია, რომელშიც ხუთი ადამიანისგან დაკომპლექტებული ორი გუნდი თამაშობს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს