5 მლრდ დოლარის ინვესტიცია და 10 000 სამუშაო ადგილის შანსი - ქართველები ილონ მასკს "ტესლას" გიგაქარხნის საქართველოში გახსნას სთხოვენ

5 მლრდ დოლარის ინვესტიცია და 10 000 სამუშაო ადგილის შანსი - ქართველები ილონ მასკს "ტესლას" გიგაქარხნის საქართველოში გახსნას სთხოვენ

მას შემდეგ, რაც ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის Tesla-ს შეფმა ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ კიდევ ერთი გიგაქარხნისთვის ევროპაში ადგილის შერჩევას აპირებს, მის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.

ასე მოხდა საქართველოშიც. სოციალურ ქსელებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა წამოიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ილონ მასკს გიგაქრხნის ასაშენებლად საქართველოს სთავაზობს. ამავე კამპანიის ფარგლებში, ასევე გავრცელდა პეტიცია მსგავსი მოთხოვნით.

"უმეტესობა თქვენგანმა იცის "ტესლას" შესახებ... კომპანია უახლოეს წლებში ნევადას შტატში თავისი პირველი გიგაქარხნის მშენებლობას დაასრულებს, რომელიც ყველაზე დიდი იქნება მსოფლიოში. მშენებლობა 5 მილიარდი დოლარი ჯდება.

როგორც იცით, "ტესლა" შთამბეჭდავი ტემპებით ზრდის წარმოებას და მალე ამერიკაში არსებული ქარხნები აღარ ეყოფა მთელი მსოფლიოს მომარაგებას. შესაბამისად, "ტესლამ"თავისი მეორე გიგასაწარმოს ასაშენებლად ევროპაში ადგილის შერჩევა დაიწყო.

რამდენიმე ქვეყანა უკვე ცდილობს მასკის დაინტერესებას საკუთარი ტერიტორიებით. ბოლოს და ბოლოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით ქვეყანა მიიღებს 5 მილიარდი დოლარს და დაახლოებით 10 000 სამუშაო ადგილს... განაგრძეთ კითხვა

შეგიძლია შეურთდეთ პეტიციას - Build Tesla Gigafactory 2 in Georgia ამ ბმულზე

სამყარო ადამიანებს ახალი მისიისთვის ამზადებს - რა დავალება ექნება ზოდიაქოს ყველა ნიშანს მომდევნო წელიწად-ნახევარი?

კურიოზი პირდაპირ ეთერში - ABC-ის ჟურნალისტი გადაცემაში პიჯაკით და უშარვლოდ ჩაერთო

1941 წელს ჩაძირული "არმენია" ნაპოვნია! - როგორ მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა და იყო თუ არა გემზე განძი?