ახალი სამეცნიერო კვლევით, ადამიანის გენების ნაწილი "უცხოპლანეტური" წარმოშობისაა

ახალი სამეცნიერო კვლევით, ადამიანის გენების ნაწილი "უცხოპლანეტური" წარმოშობისაა

სამეცნიერო ჟურნალი Genome Biology სკანდალურ კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმად, კაცობრიობის გენები არამიწიერი, "უცხოპლანეტური" წარმოშობისაა. გენების საწყისი შორეულ წარსულს უკავშირდება, როდესაც სხვადასხვა ორგანიზმი ერთ გარემოში ცხოვრობდა. აღმოჩენა ცხოველთა ევოლუციის იმ თეორიას უპირისპირდება, რომლის მიხედვით, გენები წინაპრების პირდაპირი ხაზით გადმოდის.

გენის გადაცემას ორგანიზმებს შორის, რომლებიც ერთ გარემოში ცხოვრობენ, ჰორიზონტალური გენის ტრანსფერი ეწოდება. ეს მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ხსნის, მაგალითად, როგორ ახერხებს ბაქტერია მალევე გამოიმუშაოს წინააღმეგობრიობა ანტიბიოტიკის მიმართ.

კიდევ ერთი კვლევის თანახმად, ექიმი იუჯინ მაკარტი ამტკციებს, რომ ჰომო საპიენსი წარმოიშვა ჰიბრიდიზაციის შედეგად. მისი კვლევის მიხედვით, ადამიანებს, პრიმატებთან მრავლობითი მსგავსების მიუხედავად, ბევრი ისეთი მახასიათებელი აქვთ, რომლებიც სხვა პრიმატებში არ ფიქსირდება. ეს რევოლუციური თეორია სამეცნიერო სამყაროში ბევრ რამეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და სიცოცხლის წარმოშობას სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩენს.

მომზადებულია ancient-code.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს