"თანამედროვე ქალების დიდი ნაწილი ქმარში საყვარელ ადამიანს და მეგობარს კი არა, მარჩენალს ეძებს"

"თანამედროვე ქალების დიდი ნაწილი ქმარში საყვარელ ადამიანს და მეგობარს კი არა, მარჩენალს ეძებს"

"თანამედროვე ქალების დიდი ნაწილი ქმარში საყვარელ ადამიანს და მეგობარს კი არა, მარჩენალს ეძებს", - მიაჩნია 26 წლის გიორგის, რომელიც იმის გამო აღშფოთდა, რომ ცოლმა საქორწინო ხელშეკრულება მოსთხოვა.

გიორგი - დაქორწინებამდე ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. სანამ ნიას საცოლე ერქვა, ჩემს ჯიბეს ისე უფრთხილდებოდა, ზოგჯერ გაოცებულიც კი ვრჩებოდი. არადა, ფული ყოველთვის საჭიროზე მეტი მქონდა, რადგან შეძლებული მამაჩემი ზრუნავდა ჩემს ჯიბეზე... ნიას კი ხშირად უთქვამს, რა გვინდა ბარში, კაფეში, რესტორანში, იქ რატომ უნდა დახარჯო ფული, როდესაც შინ, ჩემი ხელით მოგიმზადებ გემრიელ სასუსნავსო და ამიტომაც ხან ჩემთან ვიყავით, ხანაც მის ოჯახში...

დავქორწინდით თუ არა, გამომიცხადა, მამაშენმა ქორწილში საკრედიტო ბარათი მხოლოდ შენ რომ გაჩუქა, მე რატომ არაფრად ჩამაგდოო? მამა ბიზნესმენი მყავს, მეც მასთან ვმუშაობ კომპანიაში და ცხადია, მამა მიხდის ხელფასს და სხვა დანამატსაც მაძლევს, მაგრამ საკრედიტო ბარათს გარკვეული საბანკო პრივილეგიები აქვს და ამიტომაც მაჩუქა საზეიმოდ, თორემ "მატერიალურ სიკეთე" მამაჩემისგან ისედაც არ მაკლდა.

მამაჩემმა ნიას მანქანა აჩუქა, ბინა გვაჩუქა, არაფერს გვაკლებს და ამის შემდეგ რაღაც საკრედიტო ბარათზე ამიხირდა. ვუთხარი, ასეთი პრეტენზიებით ჩრდილს აყენებ ჩვენს სიყვარულს-მეთქი... მხოლოდ ორი კვირა ეყო დუმილის უნარი, მერე კი გამომიცხადა, საქორწინო კონტრაქტი გავაფორმოთ, ეს ქონება მამაშენმა ხომ ორივეს გვაჩუქა და მხოლოდ შენს სახელზე რატომ უნდა იყოსო? სახტად დავრჩი, ნიას ვეღარ ვცნობდი - თბილი და მოსიყვარულე გოგო უცებ მომხვეჭელ მონსტრად იქცა. იმის ნაცვლად, რომ დამტკბარიყო უზრუნველი ცხოვრებით, საზიზღრად იქცეოდა...

- გააფორმეთ საქორწინო ხელშეკრულება?

- არა. ისე გავბრაზდი, მამაჩემს ვთხოვე, მინდა, ყველაფერი, რაც გვაჩუქე, შენი და დედაჩემის სახელზე იყოს-მეთქი. გაიკვირვეს, მაგრამ ავუხსენი, რომ ჩემი უბნის ბიჭებისა და მეგობრების გადამკიდე, მეშინოდა, შეცდომა არ დამეშვა, მაგალითად, კაზინოში მეთამაშა და წამეგო ჩემს სახელზე არსებული ქონება. ასე უფრო დაცული ვიქნებით და მეც ნაკლებად მექნება ცდუნება-მეთქი. დავაჯერე მამა. მართლაც გადაიფორმა უკან ყველა საჩუქარი.  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს