შეურიეთ ეს ორი ინგრედიენტი და ნახეთ, რა მოხდება რამდენიმე წუთში

შეურიეთ ეს ორი ინგრედიენტი და ნახეთ, რა მოხდება რამდენიმე წუთში

შავი წიწაკის ეთერზეთი მდიდარია სასარგებლო მინერალებითა და ვიტამინებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ მხედველობაზე, სისხლის მიმოქცევასა და მეტაბოლიზმზე, ასევე, კბილებზე, თმის ფოლიკულაზე, ფრჩხილებზე, თავის ტვინზე, კუნთებსა და ძვლებზე.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომელთა ძირითადი ინგრედიენტი შავი წიწაკის ეთერზეთია და მათი მიხედვით დამზადებული ნიღბები კანისთვის საუკეთესო დამატენიანებელ საშუალებებს წარმოადგენს.

წიწაკა და იოგურტი

ერთმანეთში კარგად აურიეთ 1 სადილის კოვზი შავი წიწაკა და 2 სადილის კოვზი იოგურტი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია. მიღებული მასა რამდენიმე წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობებით წაისვით სახეზე და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ეს ნიღაბი კარგად აშორებს ლაქებს, მკვდარ უჯრედებს და წმენდს კანს.

წიწაკა და თაფლი

0,5 ჩაის კოვზი შავი წიწაკა, წინასწარ კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილა და 1 სადილის კოვზი თაფლი კარგად აურიეთ და მიღებული მასა წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15-20 წუთით და ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ.

ეს ნიღაბი სახეს გამონაყარისა და ფერიმჭამელებისგან გაგისუფთავებთ. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს