საახალწლო საჩუქრები, რომელთაც მინიმალურ ფასად იყიდით

საახალწლო საჩუქრები, რომელთაც მინიმალურ ფასად იყიდით

შობა-ახალი წელი არამხოლოდ დროის ცვლილებას, სადღესასწაულო მორთულობასა და ტკბილეულს, არამედ გარშემომყოფების გაბედნიერებასაც უკავშირდება. ყველა ცდილობს, საყვარელ ადამიანებს ისეთი საჩუქარი შეურჩიოს, რომელიც გაახარებს.

სურვილის მიუხედავად, ძვირადღირებული საჩუქრის შეძენის საშუალებას ხშირად ჩვენი ბიუჯეტი არ გვაძლევს. Allnews.ge-მ მაღაზიებში ფასდაკლებული ნივთები დაათვალიერა, რომლებიც 50 ლარის ფარგლებში მერყეობს და საახალწლო საყიდლებზე წასვლამდე დაგეხმარებათ.

თუ საჩუქრის შეძენა ოჯახისთვის გსურთ, მაშინ დეკორატიული სანათი, სარკე, კარზე ჩამოსაკიდი საახალწლო გვირგვინი, ნაძვის ხის მოსართავები, მინის ან ხის ნაკეთობები, ნამდვილად კარგი საჩუქარია. სანათს, დაახლოებით 35 ლარიდან შეიძენთ, სარკეს 20-დან, ხოლო ცნობილი მხატვრების ტილოების ასლების ღირებულება, დაახლოებით 25 ლარიდან იწყება.

ნაძვის ხის ულამაზესი სათამაშოების ღირებულება 3 ლარიდანაა და თუ საჩუქრად გსურთ, 15 ლარის ღირებულების სათამაშო, რომელიც ხარისხითაც და ვიზუალითაც გამოირჩევა, ნამდვილად მოგეწონებათ.

თუ უპირატესობას საახალწლო თემატიკის მქონე ჭურჭელს ანიჭებთ, ჭიქებს, სანტა კლაუსის გამოსახულების მქონე თეფშებსა და სამზარეულოს სხვა აქსესუარებს 50 ლარის ფარგლებში ნამდვილად შეიძენთ წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს