რა იმალება ანტარქტიკის ყინულების ქვეშ?

რა იმალება ანტარქტიკის ყინულების ქვეშ?

მეცნიერებს სწამთ, რომ მასიური ობიექტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა სამყაროს ისტორიაზე, ანტარქტიკის ყინულებს ქვეშ იმალება. გიგანტური და მისტიკური "ანომალია", სავარაუდოდ, ანტარქტიკის აღმოსავლეთ ნაწილში, უილკის გაყინული მიწის ქვეშ შენიშნეს. ამ მონაკვეთის მინიმალური სიღრმე დაახლოებით 900 მეტრია.

ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ესაა გიგანტური ასტეროიდის ნარჩენები, რომელიც ორჯერ დიდია იმ ასტეროიდზე, რომლის ჩამოვარდნამაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია (ეს უკანასკნელი დღევანდელი მექსიკის, იუკატანის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ჩამოვარდა).

თუ ეს ახსნა სწორია, გამოდის რომ, საქმე გვაქვს ასტეროიდთან, რომელმაც გამოიწვია პერმულ-ტრიასული განადგურება, რასაც დედამიწაზე წყლის  ბინადრების 96 პროცენტი და ხმელეთზე მობინადრე ორგანიზმების 70 პროცენტი ემსხვერპლა. თუმცა, არსებობს სხვა თეორიებიც, მათ შორის უცხოპლანეტელების ბაზის თუ პორტალის თაობაზე.

კიდევ ერთი თეორია ირწმუნება, რომ ეს ნაცისტების საიდუმლო ბაზაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს აშენდა. მეცნიერები, რომლებმაც პირველებმა შეამჩნიეს ანომალია, ამბობენ, რომ ეს მასიური კრატერია.

მომზადებულია nypost.com-ს მიხედვით

"უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად, ვერავინ დაადგინა რა ჯიშია" - 300-წლოვანი ვაზი წინანდალში, რომელიც ევრაზიის სამეულშია

NASA COVID-19-თან ბრძოლაში კიდევ უფრო აქტიურად ერთვება!

"მცურავი ხეების" და ხელოვნური კუნძულების პარკი - დანიაში უჩვეულო დასასვენებელ სივრცეს მოაწყობენ