სამი მეთოდი ახალ წელს ბარაქის მოსაზიდად

სამი მეთოდი ახალ წელს ბარაქის მოსაზიდად

ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია გარკვეული მოლოდინი და სიმბოლური იმედი მაინც იმისა, რომ ახალი წლიდან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და რომ ყველა სახის პრობლემა და დარდი, ძველ წელთან ერთად გაჰყვება წარსულს. თუმცა, საიმისოდ, რომ ჩვენს ცხოვრებაში სიმშვიდემ და ჭეშმარიტად სტაბილურმა სიტუაციამ დაისადგუროს, აუცილებელია პირველ რიგში საკუთარი, შინაგანი სამყარო დავალაგოთ "გენერალურად". ბევრი ვაპატიოთ, სიკეთე ვაკეთოთ, ნაკლებად განვიკითხოთ სხვები და ანგარებით არასოდეს ჩავიდინოთ კარგი საქციელი. სამყარო ზუსტად იმის ანარეკლია რაც ვართ ჩვენ შინაგანად. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს. თუმცა საიმისოდ, რომ ახალ წელს ხვავი და ბარაქა მოეზიდათ ოჯახში სხვადასხვა ხალხში არსებობდა უძველესი და ნაცადი ტრადიციები. დღეს ჩვენ მათ შორის სამ, ყველაზე აპრობირებულ ტრადიციას შემოგთავაზებთ.

1. ნაძვის ხე ტკბილეულით მორთეთ - ძალიან ბევრ ქვეყანაში სწამდათ და დღემდე სწამთ, რომ ნაძვის ხის მორთვა სათამაშოებთან ერთად კანფეტებით, სამომავლოდ უპრობლემო წელიწადს ჰპირდება ოჯახს. ახალი წლის შემდეგ ეს კანფეტები აუცილებლად უნდა დაურიგოთ ბავშვებს, ხოლო ერთი მათგანი თავად ნაძვის ხის მომრთველმა და ამწყობმა უნდა მიირთვას. ეს მის ცხოვრებაში წარმატების და ბედნიერების საწინდარია.

2. ოთახის მცენარეებს ქოთანში ცოტაოდენი ბრინჯი ჩაუმატეთ. თუკი მცენარე წლის მანძილზე ბევრჯერ გამოიღებს ყვავილს ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს სახლს დამდეგ წელიწადს ხვავი და ბარაქა არ მოაკლდება.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს