5 ზღაპრული ადგილი, სადაც მდიდრები არდადეგებს იწყობენ

5 ზღაპრული ადგილი, სადაც მდიდრები არდადეგებს იწყობენ

მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, სადაც დასასვენებლად წასვლას ისურვებდით, თუმცა არის ადგილები, სადაც ყველას არ აქვს საშუალება მოიწყოს არდადეგები და მით უმეტეს, დიდი ფუფუნებით. წარმოგიდგენთ 5 ზღაპრულ მიმართულებას, სადაც ყველაზე მეტად უყვართ მდიდარ ადამიანებს დასვენება, განსაკუთრებით კი დღესასწაულების შეხვედრა.

მალდივები

წყნარი წყლები, თეთრი ქვიშა და მაღალი დონის მომსახურება სამოთხედ აქცევს მალდივებს. მდიდრებისთვის იქ საოცარი ოთახებია სასტუმროებში, მაგალითად, Conrad Rangali-ის სასტუმროში წყლის ქვეშ შუშის ოთახი ქირავდება და ერთ ღამეში მისი ღირებულება 10 000 ამერიკული დოლარია.

ერთი კვირით კერძო იახტის დაქირავება 14 000 დოლარი ჯდება. პერსონალურ კუნძულზე ერთ ღამეში 23 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, 1, 349 მეტრ კვადრატი ფართობის სახლის ქირაობაა შესაძლებელი, სადაც მსახურების გარდა, არავინ იქნება.

სამხრეთ აფრიკა

ქეიფ თაუნის მიდამოებში მდიდარი დამსვენებლებისთვის ყველაფერია შესაძლებელი. იქ არის უმაღლესი ხარისხის ღვინის და გასტრონომიული საამქროები, კოსმოპოლისი, საფარი, ულამაზესი პლაჟები და რასაკვირველია, უმაღლესი დონის მომსახურება. ქეიფ თაუნში მოგზაურობა და მისი პანორამებით ტკბობა წარუშლელი შთაბეჭდილებების გარანტიაა.

მაუი, ჰავაი

ჰავაის კუნძული მაუი იდეალური პლაჟების, მდიდრული სასტუმროების, გოლფის მოედნების, მუდამ სასიამოვნო ამინდის და შესანიშნავი რესტორნების "საბადოა". იქაური ატმოსფერო იმდენად მშვიდია, რომ საერთოდ გავიწყებს ყველანაირ საზრუნავს. ზამთარში, კარგ სასტუმროში ერთი ღამის გატარება 5 000 დოლარზე მეტი ჯდება.

ისლანდია

ისლანდია ერთ-ერთი ყველაზე მომნუსხველი ადგილია დედამიწაზე, მისი ულამაზესი ლანდშაფტების, ვულკანების და მწვერვალების წყალობით. ისლანდია ბრწყინვალე ადგილია ზამთრის სპორტისთვის, ერთი ტური იქ 30 000 ამერიკული დოლარი ღირს.

კუნძული ლაუკალა, ფიჯი

ფიჯიზე არსებულ კუნძულზე მოხვედრა მხოლოდ კერძო თვითმფრინავითაა შესაძლებელი. იქ მხოლოდ 25 ვილაა განთავსებული და 385 კაცისგან შემდგარი მომსახურე პერსონალია. ლაუკალა ყველაზე ექსკლუზიური და მდიდრული ადგილია, სადაც შესაძლებელია დღესასწაულების გატარება. ყველა ვილაშია კერძო შეფ მზარეული, რომელიც ნებისმიერი სახის უგემრიელეს კერძებს პერსონალურად დამკვეთისთვის ამზადებს.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ