5 უცნაური შემთხვევა, რომელიც საახალწლო დღეებში სანტა კლაუსების მონაწილეობით მოხდა

5 უცნაური შემთხვევა, რომელიც საახალწლო დღეებში სანტა კლაუსების მონაწილეობით მოხდა

შობა-ახალი წელი კეთილ და პოზიტიურ ცვლილებებთან ასოცირდება. ყოველი ადამიანი მოელის სურვილების ასრულებას. არა მგონია, ვინმე კრიმინალზე და მით უმეტეს, იმაზე ფიქრობდეს, რომ სანტას თაღლითობის მსხვერპლი გახდება. დღეს მოგიყვებით 5 უცნაურ შემთხვევას, რომელიც საახალწლო დღეებში სანტა კლაუსების მონაწილეობით მოხდა.

1. საახალწლო ბაზრობაზე სანტა კლიენტებთან ფოტოებს იღებდა. პოზირებდა ხალხთან ერთად, ეხუტებოდა მათ, ამ დროს კი მისი თანამზრახველი ფოტოებს იღებდა, რომელშიც 7,50 ევროს ითხოვდნენ. დღის ბოლოს ფოტოები არცერთ კლიენტს არ მისვლია, რის გამოც პოლიციას გამოუძახეს და სანტა თანამზრახველთან ერთად თაღლითობისთვის დააკავეს.

2. უოლტერ რაინჰარდი, რომელიც სანტა კლაუსობით შოულობდა დამატებით შემოსავალს, ბავშვებს კამფეტებს და შოკოლადებს ურიგებდა. ერთ-ერთმა პენსიონერმა მას ხურჯინი მოპარა, რადგან გაბრაზდა, როდესაც სანტამ მას ტკბილეული არ მისცა. სანტა კლაუსმა პოლიციას გამოუძახა, ქალი მალევე დააკავეს.

3. საახალწლო ბაზრობაზე 15 წლის ახალგაზრდა საჯარო ტუალეტში შევიდა, სადაც მას სანტას ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი დახვდა ცივი იარაღით ხელში და ფული მოსთხოვა. ბიჭმა მთლიანად მისცა, რაც გააჩნდა - 8 ევრო. სანტა ამით არ დაკმაყოფილდა, ბიჭი გაჩხრიკა, პირადი ნივთები მოპარა და მიიმალა.

4. სანტას ფორმაში გადაცმული მძარცველი მატრასების მაღაზიაში შეიჭრა და ფული მოითხოვა. გამყიდველმა მთლიანად მისცა ნავაჭრი, თუმცა დამნაშავემ ის მაინც დაჭრა მუცელში და გაიქცა. პოლიციამ მძარცველი მალევე დააკავა.

5. ტექსასის შტატის ქალაქ სისკოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უცნაური ბანკის ძარცვა მოხდა - სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმულმა სამმა ყოფილმა პატიმარმა ბანკის საცავი მთლიანად დააცარიელა და შემთხვევის ადგილიდან აორთქლდა. ტექსასის შტატის ისტორიაში ეს დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებელ ძარცვის ფაქტად ითვლება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს