რა გელით 2017 წელს - გამაოგნებლად ზუსტი ნუმეროლოგიური პროგნოზი

რა გელით 2017 წელს - გამაოგნებლად ზუსტი ნუმეროლოგიური პროგნოზი

ახალი წლის დადგომა იმითაცაა კარგი, რომ საშუალება გვეძლევა ათასგვარი ასტროლოგიური პროგნოზების მეშვეობით მომავალში ჩავიჭყიტოთ ხოლმე. არც დღევანდელი სტატიაა გამონაკლისი. დღეს ნუმეროლოგიურ პროგნოზს გთავაზობთ. რომელიც თავისი სიზუსტით მართლაც გაგაოცებთ.

იმისათვის, რომ გაიგოთ თქვენი ნუმეროლოგიური პროგნოზი, საჭიროა იცოდეთ პირადი რიცხვი 2017 წლისათვის: დაალაგეთ თქვენი დაბადების თვე და რიცხვი ისე, რომ მათი შეკრებით მიიღოთ ერთი რიცხვი.

მაგალითად, თუ თქვენ დაიბადეთ 12 იანვარს (12.01) მაშინ ასე გამოვა 1+2+0+1=4, ამ რიცხვს დაუმატეთ 1- ეს არის 2017 წლის რიცხვი, (2+0+1+7=10; 1+0=1) ასე, რომ 4+1=5 ე.ი. თქვენი რიცხვია 5, 2017 წლისათვის.

ახლა კი შედეგებს გადავხედოთ:

თქვენი პირადი რიცხვია - 1

ერთიანი - ეს არის რიცხვი სტარტის აღებისა, ახალი ციკლის დაწყებისა, დამოუკიდებლობისა და აქტიური მოქმედების სიმბოლო, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა შეუდგეთ თქვენი ოცნებების ასრულებას. ეს წელი გაძლევთ ამის შანსს, გზიდან მოგაცილებთ ყველას, ვინც თქვენს დამუხრუჭებას შეეცდება. თუ ფიქრობთ, რომ არა გყავთ მოკავშირეები, ნუ ინერვიულებთ, თქვენ საკუთარი ძალებით თავისუფლად გაუმკლავდებით ყველაფერს. იქნებ გაწუხებთ რაიმე ეპიზოდი წარსულიდან? დროა დაივიწყოთ! დარწმუნებული იყავით საკუთარ შესაძლებლობებში, იყურეთ წინ და ყველას აჩვენეთ თქვენი ხასიათის სიძლიერე. ერთიანის ვიბრაცია იმათ წყალობს, ვინც საკუთარი ამბიციების რეალიზაციისაკენ ისწრაფის. გახდით უფრო დამოუკიდებლები. ცნობილი ანდაზა: "ნელა ივლი..." თქვენთვის არ მუშაობს, თამამად გადით ცხოვრების ავტობანზე და გაზს დააწექით!

თქვენი პირადი რიცხვია - 2

ყურადღება, მოთმინება, მგრძნობიარობა და გამჭრიახობა - აი, რა თვისებებით უნდა აღიჭურვოთ. ორიანის ვიბრაცია იმათ წყალობს, ვისაც შეუძლია მოითბინოს და წყნარად დააკვირდეს მოვლენებს. ისწავლეთ მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის ხელოვნება. მოძებნეთ მოკავშირეები და თუ რაიმე არ გაწყობთ, მოძებნეთ კომპრომისი, იმოქმედეთ დიპლომატიურად. ნუ იქნებით ჯიუტები, ნუ დაასხამთ ცეცხლზე ნავთს. ნაყოფიერი იქნება მუშაობა ჯგუფში და არა ცალკე. მოკლედ, ეს წელი ორ რჩევას გაძლევთ, თუ სიტუაცია არ გაწყობთ, ეძებეთ კავშირები და ეცადეთ ყველაფერი გაარკვიოთ. თუ სხვათა მხარდაჭერას გრძნობთ, იარეთ წინ!... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს