ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულებს გაუმართლებთ სიყვარულში 2017 წელს

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულებს გაუმართლებთ სიყვარულში 2017 წელს

ნებისმიერი ქალისთვის მნიშვნელოვანი და ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორიც კია იპოვოს ნამდვილი და რეალური სიყვარული.

თუმცა, სანამ ჭეშმარიტად შესაფერის მეორე ნახევარს იპოვის, ადამიანს გარკვეული სირთულეების, გამოცდისა და მტკივნეული ურთიერთობების გადატანაც უწევს ხოლმე, რომ საბოლოოდ ის "ერთადერთი" იცნოს და დააფასოს. არსებობს ასევე წლები, კონკრეტული პერიოდები იმის გამოსათვლელად თუ ვის ცხოვრებაში მოდის დიდი სიყვარული და ქორწინების შანსები. ასტროლოგები ამგვარ გათვლებს ტრანზიტულ ასტროლოგიას ეძახიან. დღეს გეტყვით - თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალებს მისცემს კოსმოსი შანსს მიმდინარე 2017 წლის მანძილზე რომ იპოვოს დიდი სიყვარული.

სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალებისთვის 2017 წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით წარმატებული და იმედის მომცემი იქნება. სასწორის ნიშანშია ამჟამად პლანეტა იუპიტერი, რომელიც თავის მხრივ წარმატებაზე, ბედ-იღბალსა და გაფართოებაზე აგებს პასუხს ასტროლოგიურად. ამიტომ სასწორის ნიშნის ქალებს რეალური შანსები მეორე ნახევრის საპოვნელად ან უკვე არსებულ პარტნიორთან ურთიერთობის დასარეგულირებლად ოქტომბრის შუა რიცხვებამდე არაერთგზის მიეცემათ. რაც აუცილებლად უნდა გამოიყენონ გონივრულად.

მორიელი - შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2016 წლის ზაფხულიდან მოყოლებული მორიელები დაიჩაგრნენ. მათი უმეტესობის ცხოვრებაში რთული პერიოდი იდგა, როგორც პირადი ცხოვრების, ისე პროფესიული კუთხით. თუმცა, ძვირფასო მორიელებო, ყველაფერს აქვს საზღვარი და თქვენ ცხოვრებაში არსებულ პრობლემებსაც 2017 წლიდან ბოლო მოეღება. განსაკუთრებით ნაყოფიერი კი ამ მხრივ მდედრობითი სქესის მორიელებისთვის იქნება წელიწადის მეორე ნახევარი. ძალიან ბევრი ქალი ამ წელს იპოვის ან დაარეგულირებს ურთიერთობას სასურველ პარტნიორთან. გამორიცხული არ არის ორსულობას და დედობის ბედნიერებასაც ზუსტად ამ წელს ეზიაროთ. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს