კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო თვისებები

კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში მოჰყავთ. გარეგნულად კომში ვაშლს მოგვაგონებს, მაგრამ უფრო მაგარია, გემო კი მომჟავო და ოდნავ მწკლარტე აქვს.

პექტინისა და მთრიმლავი ნივთიერებების არსებობამ კომში ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს შეუცვლელი გახადა. ნაყოფის ნახარში და მურაბა გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედების გასაუმჯობესებლად, ღვიძლის დაავადების, აგრეთვე პირღებინების საწინააღმდეგოდ და შარდმდენ საშუალებად.

თესლების ნახარში (5-10გ 100მლ წყალში მოხარშეთ) შინაგანად მისაღებად (სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში) გამოიყენება ბრონქიტის დროს, სველი საფენის სახით კი ანთების საწინააღმდეგო საშუალებად თვალის ანთების, დამწვრობისა და კანის გაღიზიანების დროს.

კომშის წვენი (0,5-1 ჭიქა ჭამის წინ დღეში ორჯერ) სასარგებლოა სისხლნაკლულობისა და გულის დაავადების დროს.

სილამაზისათვის: ცხიმიანი კანისათვის სასარგებლოა კომშის ნიღაბი. ანტიმიკრობული მოქმედების წყალობით ის განსაკუთრებით ეფექტურია ფერიმჭამელების მოსაცილებლად. კომში წვრილ სახეხზე გახეხეთ და მიღებულ ფაფას ათქვეფილი კვერცხის ცილა დაუმატეთ. ნიღაბი სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

კომში შეიცავს პროვიტამინებს, B,C, E, PP ვიტამინებს და მიკროელემენტებს: კალიუმს, ნატრიუმს.

გამოიყენება ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს. კომშის წვენს აქვს მატონიზებელი, ანტისეპტიკური, შარდმდენი თვისებები. კომშის წვენი რეკომენდებულია ანემიის, სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასთმის დროს.

ყველა ჯიშის კომში დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე. ასტიმულირებს ორგანოებს, აუმჯობესებს განწყობას. კომშის წვენი ბევრად ადვილი მოსანელებელია.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს