"იმდენად თავხედი იყო, რომ მთხოვდა, მის ღალატზე ხმა არ ამომეღო" - როცა დუმილი ოქრო არ არის

"იმდენად თავხედი იყო, რომ მთხოვდა, მის ღალატზე ხმა არ ამომეღო" - როცა დუმილი ოქრო არ არის

ოჯახში ცოლ-ქმრის ურთიერთობა წლების, მრავალი სირთულის და სიხარულის შემდეგ მყარდება, მაგრამ თუ დასაწყისშივე გაჩნდა ბზარი, მის გასამრთლებლად მცდელობას აზრი არა აქვს, - ფიქრობს ქალბატონი ეთერ ხ., რომელმაც შვილის ოჯახის შესანარჩუნებლად სიმართლე დამალა. დამალულმა ჭირმა კი მაინც იჩინა თავი.

- ჩემმა ვაჟმა, ზურიკომ, თანაკურსელის დაბადების დღეზე გაიცნო ნინო. იმ დღიდან გოგო ლამის ყელზე ჩამოეკიდა ჩემს შვილს. არადა, ზურიკოს ნინოს მეგობარი მაკა მოსწონდა. გოგონები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. მაკა ძალიან თავდაჭერილი გოგო იყო, ნინო - თამამი, მშობლებისგან განებივრებული. ნინომ იმდენი ქნა, ზურიკოსთან რამდენჯერმე განმარტოება მოახერხა. ეს მაკამ გაიგო და ჩემს შვილს დაშორდა, ნინოსთანაც გაწყვიტა ურთიერთობა. ზურა განიცდიდა მაკას დაკარგვას, მის დამშვიდებას კი გამუდმებით ცდილობდა ნინო. ეს არ მომწონდა და ჩემს შვილს ვურჩევდი, - ნინოს ნუღარ ხვდები, მაკა მის გამო დაგშორდა და ერთ შეცდომას მეორეს ნუღარ დაუმატებ-მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერა? ერთ მშვენიერ დღეს ზურიკო გამომიტყდა, - ნინო ორსულადაა, მისი ცოლად მომყვანი არ ვარ, ფული მჭირდება, რომ ექიმთან წავიყვანოო. კინაღამ გული გამისკდა, ვეჩხუბე - ღვიძლი შვილის მოკვლის შემდეგ როგორ უნდა იცხოვრო-მეთქი. რა ვქნა, არ მიყვარს და ცოლად როგორ შევირთოო. ამაზე მთლად გადავირიე. ვუთხარი, - ნინოსთან საქმე რომ არ დაგეჭირა სჯობდა, მაგრამ როგორც შესცოდე, ცოდვა ისე გამოისყიდე-მეთქი. ვეღარ შემეწინააღმდეგა და ორ კვირაში პატარა ქორწილიც გადავიხადეთ.

ექვსი თვის შემდეგ გაჩნდა ჩემი საყვარელი შვილიშვილი მარიამი. ნინო სტუდენტი იყო და ყველანაირად ხელს ვუწყობდი. პატარას ძიძა ავუყვანეთ. ზურიკოც სწავლობდა, ასე რომ, მარიამთან ძირითადად მე მიხდებოდა ყოფნა. ჩემი რძალი კი, ხან რას იმიზეზებდა, ხან რას, ოღონდ კი შინ ადრე არ მოსულიყო. ვცდილობდი, გამემართლებინა მისი საქციელი - რა ქნას, ახალგაზრდაა, მეგობრებთან ერთად გართობა უნდა. იცის, რომ მარიამს არაფერს მოვაკლებ-მეთქი. რამდენჯერმე ზურიკომ დაგვიანებისთვის უსაყვედურა. არ მინდოდა უსიამოვნება ჰქონოდათ, ამიტომ შვილს ვამტყუნებდი, - იმას რომ შენიშვნას აძლევ, შენ მამა ხარ და ასევე მოგეთხოვება შვილზე ზრუნვა-მეთქი.

ვატყობდი, რომ ჩემს შვილს არ უყვარდა ნინო. ბავშვმაც ვერ შეძლო მათი ურთიერთობის გამოსწორება და დათბობა, მაგრამ მაინც არ ვამართლებდი - შენც ისეთივე მოვალეობა გაკისრია, როგორიც ნინოს-მეთქი. რაღა ბევრი გავაგრძელო და, შვილს, დამნაშავე იყო თუ არა, მაინც ვამტყუნებდი, რძალს კი ვამართლებდი. ყველაზე დიდი შეცდომა კი მაშინ დავუშვი, როცა შევიტყვე ნინო ჩემს შვილს ღალატობდა. ვუთხარი: ვიცი, რომ კახასთან (ვიცნობდი იმ ბიჭს, ჩვენი უბნელი იყო) დადიხარ, შეწყვიტე მასთან ურთიერთობა, არ მინდა, ოჯახი დაგენგრეს და ბავშვი დაიჩაგროს. ზურიკოს არაფერს ვეტყვი-მეთქი. ტირილი დაიწყო, ჩამეხუტა, თავი შემაცოდა - ჩემს ქმარს არ ვუყვარვარ, ქალი ვარ და ვინც სითბო მაგრძნობინა, მისკენ გამიწია გულმა. გპირდები, რომ კახასთან ურთიერთობას გავწყვეტო... შემეცოდა და დავუჯერე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ნინო გონს მოეგებოდა, იმ საიდუმლოს კი, რომელიც ვიცოდი, გაუფრთხილდებოდა და დამიფასებდა...  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს