მსოფლიოს ყველაზე სიმპატიური დამნაშავე ციხიდან გამოსვლის შემდეგ ფუფუნებაში ცხოვრობს

მსოფლიოს ყველაზე სიმპატიური დამნაშავე ციხიდან გამოსვლის შემდეგ ფუფუნებაში ცხოვრობს

ორი წლის წინ, ინტერნეტში მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური "დამნაშავის" ფოტოებს განიხილავდნენ. ამერიკელი ჯერემი მიქსი, სახლში იარაღის უკანონოდ შენახვის გამო გაასამართლეს. ის ციხეში 2 წელი იხდიდა სასჯელს.

მას შემდეგ, რაც მისი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა, ჯერემის გარეგნობით ცნობილი მოდის სააგენტოები დაინტერესდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი კი წარმოუდგენლად პოპულარული გახდა.

ახლა ჯერემი ინსტაგრამის ვარსკვლავია - მას 800 000-მდე გამომწერი ყავს სოციალურ ქსელში, რომლებსაც მისი აწ უკვე მდიდრული ცხოვრების ფოტოებს უზიარებს ყოველდღიურად.

ფოტოებში "სიმპატიური დამნაშავე" საკუთარ, 150 000-ის ღირებულების Maserati-სთან პოზირებს. თანაც, მას შემდეგ რაც ციხის საკნიდან მოდის ფოტოგრაფების ობიექტივში გადაინაცვლა, მდიდრული სახლიც შეიძინა, სადაც მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს