"12-ში სავსემთვარეობა გვექნება კირჩხიბის ზოდიაქოში" - ასტროლოგები უახლოეს დღეებთან დაკავშირებით გვაფრთხილებენ

"12-ში სავსემთვარეობა გვექნება კირჩხიბის ზოდიაქოში" - ასტროლოგები უახლოეს დღეებთან დაკავშირებით გვაფრთხილებენ

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი დღეების შესახებ გვაფრთხილებს და "ფეისბუქით" სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს:

"მომდევნო 7 დღე საკმაოდ მარავალფეროვანი ასტროლოგიური მოვლენებითაა დატვირთული. პირველ რიგში ესაა მერკურის მიერ მიმართულების შეცვლა და უკუსვლითიდან პირდაპირ სვლა-გეზზე დაბრუნება. გარდა ამისა, 12 იანვარს მერკური იცვლის ზოდიაქოს ნიშანსაც. ამავე დღეს, ანუ 12-ში სავსემთვარეობა გვექნება კირჩხიბის ზოდიაქოში.

არის კიდევ სხვა, მნიშვნელოვანი ასპექტები პლანეტებს შორის, რაზედაც ახლა თანმიმდევრულად ვისაუბრებ.

მთელ ამ პერიოდს საერთო ფონად მიუყვება მზისა და პლუტონის შეერთება, რომელიც დაძაბულ ასპექტებს აკეთებს ურანთან და იუპიტერთან, და ჰქმნის სამკუთხედს, რომელსაც ასტროლოგიაში ტაუ-კვადრატს ვეძახით და საკმაოდ რთულ კონფიგურაციად მიიჩნევა. თუმცა ერთგვარ განმუხტვას ამ ფიგურას უკეთებს მარსი, რომელიც დაძაბულობის წვეროსთან ჰარმონიულ ასპექტშია და შეიძლება ასე ითქვას-მეხამრიდის როლს ასრულებს.

ეს შესაძლოა იყოს ჩვენი ან სხვა ადამიანების სურვილი კონტროლი გაუწიონ გარშემომყოფებს, იქონიონ მათზე ძლიერი ზემოქმედება. თუმცა თუ პირად რუკაში ამ პერიოდში ჰარმონიული ასპექტები ჭარბობს, აქ შესაძლოა გაჩნდეს შესანიშნავი შანსები თქვენი ლიდერული თვისებების გამოსაკვეთად, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების გადასაჭრელად, პირად საკითხებზეც საკმაო გავლენას ვიგრძნობთ, რადგან პლუტონი საკმაოდ ძლიერი სექსუალური იმპულსების მატარებელი პლანეტაა. თუმცა მას ასევე შეუძლია ადამიანებს შორის განხეთქილების წარმოქმნაც. ამიტომ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს ნებისყოფაზე, თავშეკავებაზე, თვითკონტროლოს უნარზე.

მოცემული კვირა საავარიო სიტუაციების თვალსაზრისითაც მეტად სახიფათოა და ეცადეთ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ გზებზე.

ეს პერიოდი შესაძლოა რთული აღმოჩნდეს უფრო ვერძებისათვის და კირჩხიბებისთვის, ნაწილობრივ სასწორებისთვისაც. უფრო ნაყოფიერად და საკუთარი თავისთვის სასარგებლო შედეგებით სარგებლობის საშუალება ექნებათ - თევზებს, მორიელებს, კუროებსა და ქალწულებს.

როგორც უკვე ვახსენეთ, მერკური იცვლის მიმართულებასაც და ნიშანსაც. რა ზეგავლენას მოახდენს ეს ჩვენზე?

დიახ, 9 იანვრიდან მერკური დირექტული გახდება და ის გარკვეული შეზღუდვები რომლებიც მისი რეტროგრადულობის დროს გვქონდა, მოიხსნება დღის წესრიგიდან. კონკრეტულად კი, უკვე შესაძლებელი იქნება დოკუმენტების გაფორმება, ხელშეკრულებებზე ხელისმოწერა, ავტომობილის შეძენა, ელექტრო-საქონელის ყიდვა, ახალი ნაცნობობის შეუფერხებლად გაბმა ...

მას მერე, რაც მერკური პირდაპირ სვლას დაუბრუნდება, შეამჩნებთ რომ ბოლოდროს შემოჩვეული გულმავიწყობა და გაფანტულობა თავს დაგანებებთ, რადგან ესეც მისი რეტროგრადულობით იყო გამოწვეული.

თუმცა, მათ ვინც არ გაითვალისწინა მერკურის უკუსვლითობა და ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად იმ პერიოდში მაინც შეიძინა ტექნიკა, მოაწერა საბუთებს ხელი და ასე შემდეგ, შესაძლოა უკვე ახლა, მიმართულების შეცვლის შემდგომ, აღმოაჩინონ დეფექტები, გაუმართაობები, შეცდომები. და საკმაო ენერგიის და დროის დახარჯვა მოუწიოთ ამ ხარვეზების გასწორებისთვის.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ეხებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც პირად რუკაში მერკური დირექტული ჰყავთ. მათთვის ვისაც ეს პლანეტა უკუსვლითი ჰყავთ, განვლილი 3 კვირიანი პერიოდი იყო სწორედ ნაყოფიერი. და ახლა მერკურის მომდევნო რეტროგრადულობამდე მოუწევთ დაცდა. ეს კი აპრილის შუა რიცხვებიდან იქნება...

რაც შეეხება მერკურის მიერ ზოდიაქოს ნიშნის შეცვლას, რომელიც 12 იანვარს მოხდება, ესეც მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ჩვენს ყოველდღიურობაზე და ამიტომ, ცხადია, კარგია ვიცოდეთ თუ რას უნდა ველოდეთ..

საქმე იმაშია, რომ ფაქტიურად მთელი დეკემბრის თვის მანძილზე მერკური უკვე მოძრაობდა თხისრქაში ჯერ დირექტულად ხოლო შემდეგ უკუსვლით, სწორედ ამ უკუსვლითი მოძრაობისას დატოვა თხისრქა და 7 იანვარს დროებით წინა ნიშანში - მშვილდოსანში გადავიდა, თუმცა მისი იქ ყოფნა მხოლოდ 12 იანვრამდე გაგრძელდება. და შემდეგ ისევ თხისრქაში გააგრძელებს თავის მოგზაურობას.

მშვილდოსნის ნიშანი მერკურისათვის ფრიად არაკომფორტულია. ასტროლოგიურ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ის აქ გაძევებას განიცდის. ამას თუ რეტროგრადულობას დავუმატებთ, უნდა მივხვდეთ რომ ეს ერთი კვირა ძალიან არახელსაყრელი პერიოდია გონებრივი სამუშაოების შესასრულებლად, კომერციული საკითხების გადასაჭრელად და, რა თქმა უნდა, კომუნიკაციისთვისაც. განსაკუთრებით არაეფექტური იქნება ამ თვალსაზრისით 7 იანვრის საღამო და 8 იანვარი მთლიანად. რადგან ვიდრე შემობრუნებოდეს მერკური სრულიად ანელებს სვლას და სტაციონარული ხდება. ამ დროს ჩვენი გონებაც თითქოს გაჩერებულია და ცხადია ეს არაა დიდად სახარბიელო... აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ 11-დან 16 იანვრის ჩათვლით, ეს პლანეტა ე. წ. შახტაში აღმოჩნდება, ანუ არ გააკეთებს არცერთ ასპექტს სხვა პლანეტების მიმართულებით, რაც ასევე არაა წარმატებების საწინდარი.

აი, უკე 16 იანვრის მერე მოგვეცემა საშუალება ვიაზროვნოთ მეტი ანგარიშიანობით, წინდახედულებით, საუბრებში გამოიკვეთება უფრო მეტი კონკრეტიკა შედეგად ჩვენი ქმედებებიც უფრო გათვლილი და ოპტიმალური იქნება.

და ბოლოს - სასვემთვარეობა...

წლის პირველი სავსემთვარეობა შედგება 12 იანვარს თბილისის დროით 15:33 წუთზე, როდესაც თხისრქაში მყოფ მზესთან ოპოზიციაში მოვა კირჩხიბში მყოფი მთვარე. თუმცა, როგორც იცით სავსემთვარეობის ზეგავლენა ჯერ კიდევ მის წინა დღეს - 11-ში დაიწყება და 13-მდე გასტანს.

კირჩხიბს მოგეხსენებათ, მართავს თავად მთვარე, ამიტომ როდესაც სავსემთვარეობს მის საკუთარ ნიშანში გადის, მთვარის ძალა ათკეცდება. კირჩხიბი პასუხისმგებელია ჩვენს ჭერზე, ოჯახზე, გვარზე. ამიტომ ამ პერიოდში ურიგო არ იქნება, თუ რჩევებისათვის და მხარდჭერისათვის ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის წარმომადგენლებს მივმართავთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სურვილები ეხება უძრავი ქონების შეძენას, შვილოსნობის საკითხებს, ან ოჯახის წევრებთან არსებული პრობლემური ურთიერთობების მოგვარებას, შეგიძლიათ დახმარება თვითონ მთვარესაც სთხოვოთ. ეს ასევე კარგი დროა სულიერი პრაქტიკებისთვის, ლოცვისთვის, მედიტირებისათვის, კირჩხიბში სავსემთვარეობა შეგიძლიათ გამოიყენოთ დამცავი ამულეტების და თილისმების დასამუხტავად.

ფერები, რომლებიც ამ პერიოდში მაგიურ ძალას იძენენ - არის თეთრი, ბაცი ნაცრისფერი და ვერცხლისფერი".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს