დედა კოცნის დროს შვილს სასარგებლო ბაქტერიებს გადასცემს

დედა კოცნის დროს შვილს სასარგებლო ბაქტერიებს გადასცემს

ბავშვის გაზრდა-განვითარება დედის კოცნისა და ალერსის გარეშე წარმოუდგენელია. დაბადებისთანავე ბავშვი გარემოს შეცვლის გამო დიდ სტრესს განიცდის - დედის თბილი მუცლიდან ცივ სამყაროში ხვდება. ამიტომაც პატარები სულ სითბოსა და ალერსს საჭირობენ. ეს მიჯაჭვულობა დედისადმი მერეც გრძელდება - ნატკენი თითი უფრო მალე მოურჩება, თუ დედა აკოცებს. როცა ავადაა, უფრო მალე მორჩება, თუ დედა გვერდიდან არ მოცილდება...

ბავშვის მოფერებაში საზღვრების დაცვა ძალიან ძნელია. ფუნჩულა ლოყებიდან დაწყებული, ფეხის თითებით დამთავრებული შეიძლება იმდენ ხანს კოცნო, რომ ლამის შემოგეჭამოს. ხშირად მშობლები პატარებს ტუჩებშიც კოცნიან. ეს მომენტი ზოგს აღიზიანებს და დაუშვებლად მიაჩნიათ. ფუქრობენ, რომ ამით ბავშვებში სექსუალურ მიდრეკილებებს ნაადრევად გააღვიძებენ. ფსიქოლოგები კი თვლიან, რომ ვერანაირი კოცნებით ბავშვში სექსუალურ შეგრძნებებს დროზე ადრე ვერავინ გააღვიძებს. მათი თქმით, უნდა მივენდოთ მშობლის ინსტინქტს და ისე მოვეფეროთ პირმშოს, როგორც გული გვეუბნება. თუმცა რასაკვირველია, ყველაფერში არსებობს გარკვეული ზღვარი და ზომიერება.

სხვათა შორის მეცნიერებმა ახსნეს ის სიტყვები, რითაც ჩვენ ბავშვებს ვამშვიდებთ, როცა რამეს იტკენს: "მოდი, გაკოცებ და მოგირჩება". თურმე ეს შემთხვევითი სიტყვები არის - დედა კოცნის დროს შვილს იმ სასარგებლო ბაქტერიებს გადასცემს, რომლებიც გარკვეული დაავადებების წინააღმდეგ იმუტეტის გაძლიერებაში ეხმარება.

ბავშვის კოცნა აუცილებელია

ბავშვებს, რომლებსაც არ კოცნიან, თავდაჯერება აკლიათ, დაბალი თვითშეფასება აქვთ, მშფოთვარენი და კომპლექსიანები არიან... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს