ბავშვების საყვარელი ტკბილეული სიმსივნეს იწვევს?

ბავშვების საყვარელი ტკბილეული სიმსივნეს იწვევს?

ბავშვების (და დიდებისაც) საყვარელი ტკბილეულის - "ნუტელას" მწარმოებელი კომპანია "ფერერო" უარყოფს, რომ შოკოლადში გამოყენებული პალმის ზეთი სიმსივნის გავრცელებას უწყობს ხელს. მაისში საკვების სტანდარტების ევროპულმა სააგენტომ ოფიციალურად განაცხადა, რომ საკვები, რომელშიც ამ ზეთის შემადგენლობა შედის, ონკოგენურია. მათ გააფრთხილეს საზოგადოება, რომ ზეთის საშუალო სიხშირით მოხმარებაც კი ბავშვებს სიმსივნის გაჩენის რისკის ქვეშ აყენებდა (!)

პალმის ზეთი ასობით საკვებ პროდუქტში გამოიყენება, "კედბერის" შოკოლადებში, "ბენ ენდ ჯერის" და "კლოვერის" პროდუქციაში, მაგრამ დიდი ხმაური მხოლოდ "ნუტელას" ირგვლივ აგორდა. იტალიაში მაღაზიათა მრავალმა ქსელმა, მათ შორის უმსხვილესმა სუპერმარკეტმა "ქუპმა" ბოიკოტი გამოუცხადა "ნუტელას". ამის საპასუხოდ "ფერერომ" სარეკლამო კამპანია წამოიწყო მომხმარებლისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ მათი პროდუქცია უსაფრთხოა.

"ფერერო" ამბობს, რომ პალმის ზეთ "ნუტელაში" არა ფასის, არამედ ხარისხის შესანარჩუნებლად გამოიყენება. მისი გამოყენებით შოკოლადის ტექსტურა უფრო ნაზი ხდება, მსგავს შედეგს კი სხვა ზეთების გამოყენება არ იძლევა.

"როიტერის" გამოთვლებით, სხვა, მაგალითად მზესუმზირის ზეთით რომ დამზადდეს ნუტელა, მისი წარმოების ფასი 22 მილიონი დოლარით გაიზრდება.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს