ცივი ომის დროს აშენებული ბუნკერი, რომელიც დღეს 5 მილიონად იყიდება

ცივი ომის დროს აშენებული ბუნკერი, რომელიც დღეს 5 მილიონად იყიდება

ლონდონში ცივი ომის დროს აშენებული ბუნკერი დღეს 5 მილიონ დოლარად იყიდება. ბინა მოეწონება ყველას, ვისაც ისტორია და მდიდრული სახლები უყვარს. ყოფილი ბუნკერი პრესტიჟულ შიზლჰარსტის უბანშია განთავსებული. სახლს ხუთი საძინებელი აქვს და ძალიან დიდი სივრცე. თავშესაფარი 50-იანი წლების პირველ ნახევარში შეიქმნა, მაგრამ რადგან საჭიროება არ ყოფილა, ის არ გამოუყენებიათ. წლების შემდეგ ის შუშის სახურავით გადახურეს და ახლა მას "შუშის სახლს" ეძახიან.

რეგიონალური კონტროლის ცენტრის მიერ აშენებული ოთხი ბუნკერიდან ერთ-ერთი აღჭურვილი იყო სამზარეულოთი და აბაზანით, ჰქონდა ნავთის, საკვების და წყლის მარაგი, განკუთვნილი იყო მთავრობის წევრების და ქვეყნის ლიდერების შესაფარებლად. თავშესაფრის სქელი კედლები მოგვიანებით გამოჭრეს და ფანჯრები გაუკეთეს. ყოფილ ბუნკერში გიგანტური სამზარეულოა, რომელიც ყველა საჭირო ტექნიკითაა აღჭურვილი.

მომზადებულია thevintagenews.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს