როგორ უნდა მოიქცეთ თუ სახლში ცეცხლი გაჩნდა - რჩევები სახანძროს მოსვლამდე

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სახლში ცეცხლი გაჩნდა - რჩევები სახანძროს მოსვლამდე

ცეცხლის გაჩენის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, თუმცა ყველა შემთხვევაში, იმის მიუხედავად თუ რა მიზეზით გაჩნდა ხანძარი და დიდია თუ პატარა მისი კერა, პირველ რიგში, უნდა დარეკოთ 112-ში და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ მოქმედება ცეცხლის ჩასაქრობად. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, ადამიანების დაზიანება, მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი სწორედ მაშინ დგება, როცა ადამიანები თვითნებურად იწყებენ ცეცხლის ჩაქრობას არასწორი მეთოდების გამოყენებით და უფრო ავრცელებენ წვას.

ყველაზე ხშირად ცეცხლი სამზარეულოდან ჩნდება. ამის გამომწვევი მიზეზი კი შეიძლება ბევრი იყოს, მათ შორის დაუდევრობა. მაგალითად, ცეცხლის გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს გაზქურაზე დარჩენილი სადილი, ბევრი ცხიმის გამოყენების შედეგად წარმოქმნილი აალება... გეტყვით - ამ დროს არავითარ შემთხვევაში წყალი არ გამოიყენოთ! რადგან ცხიმი წყალზე მსუბუქია, მის ზედაპირზე მოექცევა, წყალი ცეცხლს უფრო გაავრცელებს და შესაძლებელია, უფრო მეტი ზიანი მიაყენოთ თქვენს თავს.

პირველ რიგში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ცხიმი ერთხელ აალდება და იმ ჭურჭლიდან არსად წავა. თუ პანიკაში ჩავარდებით და ხელ-ფეხის ქნევას დაიწყებთ, კიდურის დამწვრობას გამოიწვევთ. ცხიმით დამწვრობა კი რთულად მოსაშუშებელია, რადგან ღრმა დამწვრობას იწვევს და ხშირად ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

არც ტილოს გამალებული ქნევით გამოვა რამე, რადგან ცეცხლი ნაჭერსაც გადაედება და გავრცელდება. პირველ რიგში, აიღეთ ტილო, დაასველეთ, ხელზე შემოიხვიეთ, ცეცხლმოკიდებული ჭურჭელი აიღეთ და ნიჟარაში ჩადგით. ამგვარად თქვენ დამწვრობის და ცეცხლის გავრცელების საშიშროებას აირიდებთ თავიდან და შემდეგ კი შეგიძლიათ ჭურჭელს წყალი დაასხათ.

ზოგჯერ ცეცხლი არასწორად გაყვანილი ელექტროსადენების და მოკლე ჩართვის გამო ჩნდება. ამ დროს სველი ნაჭერი ვერ გვიშველის, პირიქით, მისი გამოყენება სასტიკად აკრძალულია, რადგან მისი შეხება ელექტროსადენთან შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. მოკლე ჩართვის დროს, პირველ რიგში, სახლში ელექტროენერგია უნდა გავთიშოთ მთავარი ჩამრთველიდან, შემდეგ კი მშრალი ნაჭრის ინტენსიური დარტყმით შეგიძლიათ ჩააქროთ ცეცხლი. ამის შემდეგ აუცილებლად მთლიანად მოხსენით ის სადენები, სადაც მოკლე ჩართვას ჰქონდა ადგილი, რადგან შესაძლებელია დამდნარი სადენიდანაც გავრცელდეს ცეცხლი.

ნივთი, საიდანაც ყველაზე ადვილად ვრცელდება ცეცხლი, ფარდაა. თუ ცეცხლი ფარდას მოედო, ის გავრცელდება კედელზე, ფარდის საკიდზე, შპალერზე და შემდეგ მთელ სახლს მოედება ძალიან სწრაფად. ამიტომ, როგორც კი ფარდაზე ცეცხლს შენიშნავთ, ფარდა ძირს ჩამოაგდეთ და შემდეგ ჩააქრეთ.

მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, პირველ რიგში დარეკეთ 112-ში და შემდეგ დაიწყეთ მოქმედება!

თუმცა, მინდა ყველას გისურვოთ - ხანძრის გარეშე!

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს