ქართველმა დიზაინერმა "მერსედესის" სუპერ-ავტომობილის ესკიზი შექმნა

ქართველმა დიზაინერმა "მერსედესის" სუპერ-ავტომობილის ესკიზი შექმნა

დღეისათვის სუპერ-ავტომობილების ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი ჰიტი "მერსედესის" მომავალი ჰიპერავტომობილია, რომელიც ფორმულა 1-ის ძრავით უნდა აღიჭურვოს. შტუტგარტელები ამ მანქანის შესახებ ინფორმაციას ძუნწად, მცირე ულუფებად გვაცნობენ. ერთხელ მისი სილუეტიც გვიჩვენეს, ახლახანს თიზერიც გამოაქვეყნეს, მაგრამ მის გარეგნობაზე ჯერ მხოლოდ წარმოსახვა თუ შეიძლება.

ეს საქმე ყველაზე უკეთ დიზაინერებს ეხერხებათ, რომლებსაც მდიდარი წარმოსახვაც აქვთ და მისი გადმოცემის უნარიც. მათ შორისაა ქართველი დიზაინერი ალექს იმნაძეც, ვისაც არაერთი შესანიშნავი ესკიზური პროექტი აქვს მომზადებული. ახლახან მან "Mercedes AMG"-ს მომავალი ჰიპერავტომობილის თემაზეც შეიმუშავა პროექტი, რომელიც თავისი გარსშემოდენილი ფორმით და სარბოლო პროტოტიპების კლასთან მსგავსებით გამოირჩევა.

და რა თქმა უნდა, "მერსედესის" ლოგოს გარდა, ამ კომპანიისადმი კუთვნილების მიმანიშნებელი ისეთი ელემენტიც აქვს, როგორიცაა რადატორის ტიპური ცხაურა. ასეთს სერიულ მოდელებზე ჯერ ვერ ნახავთ, თუმცა შტუტგარტელთა რამდენიმე "მწვანე" კონცეპტიდან უკვე გვეცნობა და ალბათ, ახალი ქვებრენდის ელექტრულ და ჰიბრიდულ სერიულ მოდელებზეც ვიხილავთ განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს