20 წლის ბიჭი ოთხი თვის ორსულია

20 წლის ბიჭი ოთხი თვის ორსულია

20 წლის ბრიტანელმა ბიჭმა ჰეიდენ კროსმა განაცხადა, რომ 4 თვის ფეხმძიმეა. საქმე ის არის, რომ ქალად დაბადებული ახალგაზრდა 2013 წლიდან ჰორმონებს სვამს სქესის შეცვლის მიზნით. კროსის თქმით, საბუთებში ის უკვე ბიჭია. მან სქესის შეცვლის პროცედურა დროებით შეაჩერა, რათა ბავშვი გაეჩინა. კროსი მკერდის და საკვერცხეების მოშორებას ბავშვის გაჩენის შემდეგ აპირებს. ჰაიდენი სპერმის დონორის დახმარებით დაფეხმძიმდა.

იხილეთ ვიდეო

როდესაც ბავშვი გაიზრდება, ბრიტანელი ბიჭი აპირებს მოუყვეს მას, რომ მისი მამა ტრანსგენდერია. "არ ვაპირებ ამ ფაქტის დამალვას, რადგან შვილს უფლება აქვს ჩემზე ყველაფერი იცოდეს. საზოგადოების დამოკიდებულება ტრანსგენდერების მიმართ წლების მანძილზე უკეთესობისკენ იცვლება", - დასძინა კროსმა.

კროსი ამბობს, რომ აუცილებლად დაასრულებს ყველა საჭირო პროცედურას სქესის შესაცვლელად, რადგან თავს ქალად არ გრძნობს. ბრიტანულ პრესაში აღნიშნავენ, რომ ის პირველი ფეხმძიმე მამაკაცია ქვეყანაში.

მომზადებულია metro.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს