ყველაზე სასარგებლო კერძი ბავშვის მენიუში

ყველაზე სასარგებლო კერძი ბავშვის მენიუში

ნებისმიერი ასაკის ბავშვის ყოველდღიურ რაციონში პირველი ადგილი წვნიანს უკავია, თუმცა ბავშვების უმრავლესობას, სამწუხაროდ, არ უყვარს ასეთი კერძი. წვნიანის მარგებლობაზე პედიატრი ნინო მეზვრიშვილი გვესაუბრება.

- ბავშვების უმრავლესობას არ უყვარს წვნიანი, მშობლები კი აძალებენ. აუცილებელია, სუპი ბავშვის რაციონში შედიოდეს?

- თბილი წვნიანის ერთი ულუფაც კი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობაზე, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, განაპირობებს ნაწლავთა პერისტალტიკის, წყალმარილოვანი ცვლისა და ორგანიზმში სითხის ბალანსის სტაბილურობას.

- რომელი წვნიანია ყველაზე სასარგებლო ბავშვისთვის?

- საუკეთესოა ბოსტნეულის სუპი. რაც შეეხება ბულიონს - ხორცის ნახარშს, რაციონში მისი შეტანა სამ წლამდე არ არის სასურველი. ძალზე სასარგებლოა ჭარხალი რკინისა და თუთიის შემცველობის გამო. მისი ფოთლები მდიდარია რკინით, A და ჩ ვიტამინებით.

აიღეთ: 1 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი; 2 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი; 1-2 ცალი მოხარშული კვერცხი; 1 სადილის კოვზი ზეთი; 1 ძირი ახალი ნიორი; მწვანე ხახვი, კამა, მარილი - გემოვნებით.

კარგად გარეცხილი ჭარხალი და კარტოფილი კანიანად მოხარშეთ. როცა გაგრილდება, ჭარხალი გახეხეთ მსხვილად, კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, მოხარშული კერცხი - მრგვლად. აადუღეთ დაახლობით 1 ლ წყალი, შიგ ჩაყარეთ ჭარხალი, კარტოფილი, კვერცხი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მწვანე ხახვი, კამა, ჩაამატეთ ზეთი და 10-15 წუთი ადუღეთ. გადმოიღეთ მათლაფაზე და გააგრილეთ. ჭამის წინ შეგიძლიათ დაუმატოთ 1/2 ჩაის კოვზი არაჟანი.... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს