რატომ ხდება ცხოვრება 40 წლის შემდეგ უკეთესი

რატომ ხდება ცხოვრება 40 წლის შემდეგ უკეთესი

რატომ ხდება უფრო ადვილი ცხოვრება 40 წლის ასაკის შემდეგ? რა ცხოვრებისეული გამოცდილება გროვდება, რომელ შეცდომებს აღარ უშვებენ ადამიანები და რატომაა უფრო მშვენიერი ირგვლივ ყველაფერი, ამის შესახებ ხუთ ფაქტს გთავაზობთ.

1. გადაწყვეტილებებს თავად იღებ.

და ეს ბედნიერს გხდის. გყავს ოჯახი ან მეორე ნახევარი ან თანამშრომლები ან შინაური ცხოველი, მაგრამ გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით აღარ იღებ, თუ რა უნდა გააკეთო. ახლა იმის მიხედვით მოქმედებ, თუ რა გჭირდება შენ.

2. შინაგანი კრიტიკოსის მოთვინიერება შეგიძლია.

ყველამ იცით ეს ხმა. ხმა, რომელიც გეუბნებათ, რომ საკმარისად ჭკვიანი არ ხარ, საკმარისად ლამაზი არ ხარ, საკმარისად ძლიერი და საკმარისად შეძლებული არ ხარ. 40 წლის ასაკში შენ ეს ისედაც კარგად იცი და შეგიძლია ”მოაკეტინო”. შინაგან ხმას შეგიძლიათ უთხრათ, რომ ცდება და უკვე ყველაფრისთვის მზად ხართ.

3. უფრო ლამაზად გამოიყურები.

ნებისმიერი ქალი 40 წლის შემდეგ, რომელიც ჯანსაღად იკვებება და ვარჯიშობს, იმაზე გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე 20 წლის ასაკში. ამ ასაკში საკუთარ თავს უფრო კეთილად უყურებ, საკუთარ სხეულში როგორც სახლში, ისე გრძნობ თავს და ამას ირგვლივ ყველა ამჩნევს.

4. ხალხში საუბარი გაცილებით გიადვილდება.

უფრო ნაკლებ გაღელვებს, როგორ გამოიყურები სახალხოდ სიტყვით გამოსვლისას, უფრო მეტად იმას ანიჭებ მნიშვნელობას, თუ რა უნდა თქვა.

5. თავს დამნაშავედ აღარ გრძნობ.

უკვე კარგად იცი საკუთარი საზღვრები, ამიტომ არასოდეს ამბობ ”კის”, როდესაც ”არას” გულისხმობ.

მომზადებულია huffingtonpost.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს