6 თებერვლამდე იშვიათ ასტრონომიულ მოვლენასთან გვექნება საქმე - რა გაფრთხილებას გვაძლევენ ასტროლოგები

6 თებერვლამდე იშვიათ ასტრონომიულ მოვლენასთან გვექნება საქმე - რა გაფრთხილებას გვაძლევენ ასტროლოგები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოეს კვირებში მოსალოდნელი ასტრონომიული მოვლენების შესახებ გვაფრთხილებს და "ფეისბუქით" სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს:

"რა მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება ცაზე? ვფიქრობ ჩვენი მკითხველი მოუთმენლად ელოდება კვირის პროგნოზს.

სხვათა შორის, ცაზე, სწორედ ახლა ძალიან საინტერესო ამბები ხდება! მოყოლებული 7 იანვრიდან თითქმის მთელი ერთი თვის განმავლობაში, ანუ 6 თებერვლამდე, საკმაოდ იშვათ ასტრონომიულ მოვლენასთან გვექნება საქმე. მზის სისტემის არცერთი პლანეტა აღარ იქნება უკუსვლითი! ეს არის ძალიან ხელსაყრელი პერიოდი, რადგან დედამიწის მოძრაობის მიმართულება არ მოდის წინააღმდეგობაში პლანეტების მოძრაობის მიმართულებასთან, რაც ნიშნავს რომ ენერგეტიკა თანხვედრია. ასეთ პერიოდებს უძველესი დროის ქურუმები თვლიდნენ მაქსიმალურად ხელსაყრელ დროდ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად.

ესეიგი 6 თებერვლამდე გვაქვს შანსები სასიკეთოდ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, ზოგადი ფონი ასეთია. თუმცა ამ პერიოდს შიგნითაც არის მეტ- ნაკლებად ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეები. თუ ვისაუბრებთ მომდევნო 7 დღიანი პერიოდზე, ის უნდა პირობითად 2 ნაწილად გავყოთ, რომლიდანაც პირველი შედარებით უფრო რთული იქნება, ხოლო მეორე ნახევრი- ბევრად უფრო მსუბუქი.

მითუმეტეს, დღეს გვაქვს სავსემთვარეობა კირჩხიბის ნიშანში. რომლის ზეგავლენას ჯერკიდევ გუშინდელი დღიდან იგრძნობდით. ამაზე ჩვენი წინა გადაცემის დროს ვისაუბრეთ და მსმენელმა უკვე იცის, რომ ყურადღება უნდა დაუთმოს ფუძის, ჭერის, მშობლიური კერიის და მშობლებთან დაკავშირებულ საკითხებს. ოჯახურ ტრადიციებს და ასე შემდეგ. ასევე ძალზე მნიშვნელოვანი იქნება უფროსი თაობის ადამიანების მიმართ ჩვენს მიერ ყურადღების, ზოგ შემთხვევაში კი მათზე ზრუნვის გამოჩენის თემა.

საერთოდაც უფროს- უმცროსების თემატიკა ამ კვირაში სხვა ასპექტითაც იჩენს თავს.თუმცა შესაძლოა ეს უფროსობას, ანუ ხელმძღვანელობასა და ხელქვეითების კონფლიქტადაც გამოვლინდეს.

დღეს, 12 იანვარს ჩაირთო და 24 რიცხვამდე გასტანს მარსისა და სატურნის კვადრატი, რომელიც ზუსტი 19ში გახდება და შემდგომ დაშლაზე წავა. ამ ასპექტს საკმაოდ უსიამოვნო ზეგავლენა აქვს ხოლმე, რაც პროფესიულ ასპარეზზე უფროსობის მხრიდან გარკვეული აკრძალვებით გამოვლინდება ხოლმე. გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ჩვენივე გაუაზრებელი სიჯიუტე იყოს. ეს ის დღეებია, რომლის მიმართაც მართებულია ხოლმე გამოთქმა- "" მოჩქარეს მოუგვიანდესო"". ვგულისხმობ იმას, რომ საჭირო გახდება მოთმინება, დისციპლინა , იერარქიული საფეხურების ათვალისწინება. უფროსების მიმართ პატივისცემის და ზოგ შემთხვევაში მორჩილების გამოვლენაც კი.

უფრო ვისთვის შეიძლება იყოს ეს პერიოდი დაძაბული?

არასახარბიელო პერიოდია სამხერო პირებისათვის და პოლიტიკოსებისათვის. შეაძლოა წააწყდნენ ზედმეტ ბიუროკრატულ ფორმალობებს. სადაც წინააღდეგობის გაწევა სრულიად უაზრო იქნება.

იმ ფონზე, რომ ლილიტისა და მზის ასპექტი ფონად მიჰყვება მთელს ამ კვირას, არ გამოვრიცხავ, რომ პრესით შევიტყოთ მაღალი თანამდებობის პირთა დაპატიმრების შესახებაც კი.

თუმცა, საქართველოს ასტროლოგიურ რუკასთან მიმართებაში, ასეთი ასპექტი არ გვაქვს.

როგორც უკვე ვახსენე, გვაქვს ასევე ჰარმონიული ასპექტები, რომლებიც ჩაენაცვლებიან ნეგატიურს ამ კვირიის შუა პერიოდიდან- ესაა ვენერასა და პლუტონის სექსტილი, რომელიც 15 იანვარს ჩაირთვება.

ვენერა რომელიც ერთდროულად მართავს ჩვენს ფინანსებსაც და რომანტიულ განწყობილებასაც ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის პლანეტა პლუტონთან ჰარმონიული ასპექტის მეშვეობით კვირის დასაწყისი გართულებულ სიტუაციებს უკეთესობისაკენ შემოაბრუნებს. 25 იანვრის ჩათვლით, ამ ასპექტის ზეგავლენით, ხელსაყრელი მდგომარეობა შეიქმნება ფინანსური საკითხების წარმატებით გადასაწყვეტად. მითუმეტეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა საბაჟო ან საგადასახადო საქმე. თუ თქვენ მემკვიდრეობის ან ალიმენტის საკითხები გაქვთ მოსაგვარებელი, შეგიძლიათ ეს პერიოდი გამოიყენოთ.

ვენერა, როგორც ვიცით, ჩვენს პირად ურთიერთობებშიც "ერევა" ამიტომ მისი ჰარმონიული ასპექტაცია აქაც სასიკეთო ცვლილებებისათვის ხელსაყრელ ფონს შექმნის. მშვენიერი პერიოდია ნიშნობისთვის, ხელისმოწერისთვის. ასევე ერთობლივი შენაძენების გასაკეთებლადაც...

და ბოლო ასპექტი, რომელიც ამ 7 დღიან პერიოდში გველოდება, ესაა მერკურისა და ნეპტუნის სექსტილი რომელიც 18 იანვრიდან დაიწყებს მუშაობას. ის მოგვცემს საშუალებას, დავამყაროთ ორმხრივი, სასიკეთო საქმიან უცხოელ პარტნიორებთან, მივიღოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი აქამდე ჩვენთვის დაფარული ან საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც საკმაოდ სარგებლიანი შეიძლება რომ აღმოჩნდეს. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ჩვენს შემოქმედებით მიდგომებზე და ინტუიციურ წვდომაზე. შესაძლოა მიიღოთ სამყაროსგან მინიშნებები სიზმრის ან რაიმე სხვა სახით... აი ასეთი იქნება ეს ერთკვირიანი პერიოდი ასტროლოგიური თვალსაზრისით...", - წერს ნოელი "ფეისბუქზე".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს