ქალმა დღეზე მეტი იარა ყინვასა და ქარბუქში, ცალი ფეხსაცმლით, რომ ოჯახი გადაერჩინა

ქალმა დღეზე მეტი იარა ყინვასა და ქარბუქში, ცალი ფეხსაცმლით, რომ ოჯახი გადაერჩინა

რა უნდა აკეთოთ საშობაო არდადეგების დროს? რა თქმა უნდა, იმოგზაუროთ. ასე გადაწყვიტა კლეინის ოჯახმაც. ერიკი, კარენი და მათი 10 წლის შვილი აიზეკი ავტომობილით გაემგზავრნენ ლას ვეგასში. გზად გადაწყვიტეს, შეევლოთ ნაციონალურ პარკში - გრანდკანიონში, რაც შემდეგ ინანეს.

თოვამ იმატა, ქროდა ძლიერი ქარი. კლეინმა გადაწყვიტა შემოვლითი გზით წასვლა. თან ხელმძღვანელობდა გუგლის ნავიგაციით. შემოვლითი გზა საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდა. გზა მთლიანად დაიფარა თოვლით. როდესაც კლეინი უკან მობრუნდა, მანქანაც საბოლოოდ ჩარჩა თოვლში. მობილური კავშირი ამ რაიონში არ იყო. საჭირო იყო დამხმარე ძალა, მაგრამ დიდი გზა გახლდათ გასავლელი ფეხით. ლოგიკური იყო დასახმარებლად კაცის წასვლა. მაგრამ ერიკი ავტოავარიაში იყო მოყოლილი და ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ გამოჯანმრთელებული. კარენი გამოცდილი მარათონელი გახლდათ და მას მიზნისკენ მისასვლელად უფრო მეტი შანსი ჰქონდა.

გზატკეცილი დაკეტილი იყო, უკან წასვლას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ კარენი გაემართა ნაციონალური პარკის შესასვლელისკენ. იქამდე 23 კმ. იყო გასავლელი.

ქალი დარწმუნებული იყო, რომ გაართმევდა თავს - ადრე გადიოდა ტრენინგს, თუ როგორ გადაერჩინა თავი ველურ ბუნებაში. თითქოს ტანსაცმელიც შესაბამისი ეცვა, მაგრამ ღრმა თოვლში (სიღრმე - 1 მეტრი) ძნელი აღმოჩნდა სიარული. ამას დაემატა ისიც, რომ კომპასისა და ნავიგატორის გარეშე გზის გაკვლევა გაუჭირდა.

თანდათან ქარბუქი მატულობდა. როგორც შემდეგ NBC News-ის ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავდა, ის ცდილობდა შეესვენა გიგანტური ნაძვის ძირში, ცდილობდა ცოტათი მაინც გაეთბო საკუთარი თავი განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს