ბოდიბილდერი, რომელსაც პულსი არ ესინჯება და ხელოვნურ გულს ზურგჩანთით ატარებს

ბოდიბილდერი, რომელსაც პულსი არ ესინჯება და ხელოვნურ გულს ზურგჩანთით ატარებს

ენდრიუ ჯონსი 26 წლის ბოდიბილდერია, რომელმაც 2012 წელს ვარჯიშის დროს აღმოაჩინა, რომ სუნთქვა უჭირდა. ორი წლის შემდეგ მას სისხლიანი ხველება და მაღალი სიცხეები დაეწყო. საავადმყოფოში მისულს ექიმებმა უთხრეს, რომ კარდიომიოპათია ქონდა - გულის კუნთის დაავადება, რის გამოც მალე ის იმდენად დასუსტდა, რომ სიარული და დამოუკიდებლად ჩაცმაც კი არ შეეძლო. რამდენიმე თვის შემდეგ ექიმებმა უთხრეს, რომ თუ გულის ტრანსპლანტაციის ოპერაციას არ გაიკეთებდა, მოკვდებოდა.

იმის გამო, რომ დონორი ორგანო ვერ იპოვეს, ჯონსს ხელოვნური გული დაუმონტაჟეს, რომლის ტარებაც მას ზურგჩანთით უწევს. ბოდიბილდერი ახლა ისევ სპორტდარბაზში დაბრუნდა და დამღლელი ვარჯიშების შემდეგ ბედნიერებისგან ტირის, რადგან ”მადლიერია, რომ გადარჩა”. ვიდრე გულის ტრანსპლანტი გამოჩნდება, ჯონსს მოუწევს ხელოვნური გულით იაროს, ყოველ ღამით დატენოს და მუდამ მზად ჰქონდეს ელემენტები, რომ აპარატმა მუშაობა არ შეწყვიტოს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს