როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რომლითაც ბუნებამ დაგვაჯილდოვა. მისი საშუალებით ორგანიზმი შეიცნობს, გამოყოფს და ანადგურებს მასში შეღწეულ უცხო ნივთიერებებსა და მიკროორგანიზმებს (ვირუსებს, სოკოებს, მიკრობებს), რითაც მრავალი სენისგან გვიცავს. იმუნიტეტი ორგვარია: არასპეციფიკური და სპეციფიკური. პირველი დაბადებიდანვე დაგვყვება, მეორეს კი სიცოცხლის განმავლობაში ვიძენთ. არსებობს პასიური იმუნიტეტიც, რომელსაც ჩვილ ასაკში ვიღებთ დედისგან - დედის რძე მრავალი მიკრობისგან დამცავ ანტისხეულებს შეიცავს. ორგანიზმის დამცავი ძალები განსაკუთრებით ზამთარში სუსტდება, ამიტომ საჭიროა, ისეთი საკვები შევარჩიოთ, რომელიც მათ გაძლიერებაში დაგვეხმარება. ასეთია:

ხორცი - ცილოვანი საკვების დეფიციტი მყისიერად აისახება იმუნიტეტის მდგომარეობაზე. იმუნოგლობულინები, რომლებიც ორგანიზმის სენშეუვალობას უზრუნველყოფს, სწორედ ცილოვანი ნივთიერებები გახლავთ, ამიტომ მათი სინთეზისთვის ცილოვანი საკვები აუცილებელია. გარდა ამისა, უცხიმო ხორცი შეიცავს თუთიას, რომელიც ხელს უწყობს სისხლის თეთრი სხეულების გამომუშავებას, ეს უკანასკნელნი კი ჯანმრთელ უჯრედებს ვირუსებისა და მიკრობებისგან იცავენ.

ვეგეტარიანელებისთვის თუთიის წყაროდ შეიძლება იქცეს ბურღულეული, იოგურტები, რძე, სოკო, ლოკოკინა.

რძემჟავა პროდუქტები - ცოცხალი ბაქტერიები აფერხებენ მავნე ბაქტერიების ზრდა-გამრავლებას. გარდა კეფირისა და იოგურტისა, პრობიოტიკური პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება ბუნებრივი ანტიბიოტიკები, მწვანე ხახვი და ნიორი, ბანანი.

ყვითელი ხილი და ბოსტნეული - ციტრუსები, გარგარი, სტაფილო და სხვა. მათში ბევრია ბეტა-კაროტინი - ანტიოქსიდანტი, A ვიტამინის წინამორბედი, რომელსაც იმუნური თვისებები აქვს.

მწვანე ჩაი - ისიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

ძალიან კარგია ფლავონოიდებით მდიდარი საკვებიც. ფლავონოიდები ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმის დამცავ ძალებს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ. მათ მიაკუთვნებენ კვერცეტინს (შეიცავს მწვანე ხახვი და ვაშლი), ლიკოპენს (ის უხვად არის პომიდორში) და ელაჰოფის მჟავას (მას კაკალი შეიცავს).

რა ვჭამოთ ზამთარში

სეზონური კვების აღმოსავლური სისტემა სამი ათასი წლის წინათ წარმოიშვა. ამ სისტემის თანახმად, წელიწადის ცივ დროს სასარგებლოა ქონი, ბეკონი, მკერდის ხორცი, თირკმელები, ბოსტნეული, მარცვლეული (ლობიო, ცერცვი), წიწიბურა, კარტოფილი. დამატებით საზამთრო პროდუქტებად მიიჩნევა ცხარე სანელებლები (აჯიკა, წიწაკა, ნიორი), ასე რომ, ზამთარი საუკეთესო დროა რომელიმე ეგზოტიკური, მაგალითად, მექსიკური სამზარეულოს ასათვისებლად. ძველი რეცეპტი: დილაობით მიიღეთ ცოტაოდენი შავი წიწაკა 1 სუფრის კოვზ თაფლთან ერთად და ვერავითარი სიცივე და მიკრობი ვერ შეგაშინებთ! მჟავე საკვები ნეიტრალურად ითვლება, ტკბილეული კი მავნებელია, ამიტომ ნამცხვრებისა თუ კანფეტებისგან უმჯობესია თავი შევიკავოთ. ჩვენი განწყობა და გარეგნული იერი იმაზეა დამოკიდებული, რას მივირთმევთ. დილაობით შვრიის ფაფა არა მარტო კუჭისთვის, არამედ კანისთვისაც სასარგებლოა. შვრიის ბურღულში არის ვიტამინები და ამინომჟავები, რომლებიც პასუხს აგებენ კანისა და თმის სილამაზეზე. განწყობას კი სეროტონინი აგვიმაღლებს. გაზაფხულზე და ზაფხულში მისი წყარო მზის სინათლეა, ხოლო ზამთარში, მისი მზიანი დღეები იშვიათია, საჭიროა კარგი განწყობის დამატებითი წყაროები: მწარე შოკოლადი, ბანანი. ვირუსებისგან საიმედოდ იცავს ცისტეინი - ნივთიერება, რომელიც ლორწოვან გარსებს გარეგანი გამღიზიანებლებისთვის შეუღწეველს ხდის. ყველაზე მეტ ცისტეინს შეიცავს თევზი, სოია, ყველი, ინდაურის ხორცი და მარცვლეული. გაციებისას საუკეთესოა ქათმის ბულიონი - ის ავადმყოფობის შემდეგ ძალების აღდგენაში დაგვეხმარება. ზამთარშივე უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ორგანიზმი მუდმივად შევავსოთ ძალზე აუცილებელი ასკორბინის მჟავას - ჩ ვიტამინის - მარაგით. მისი ტრადიციული წყაროა

ციტრუსი, ასკილი, კომბოსტოს მწნილი, ლიმონი, შტოში.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს