10 სახიფათო ნაპოვნი ნივთი, რომელიც არ უნდა აიღოთ

10 სახიფათო ნაპოვნი ნივთი, რომელიც არ უნდა აიღოთ

ნაპოვნ ნივთთან ერთად რომ არ აიკიდოთ უიღბლობა და უბედურება, უნდა იცოდეთ, რომელ ნივთებს უნდა აუაროთ გვერდი. მათი პოვნის სიხარული არც ისე ხანგრძლივი იქნება, აი მათთან ერთად შეძენილი პრობლემების გადაწყვეტა კი ბევრ დროს წაიღებს.

არის რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც ჯობს პოვნის იგნორირება და გვერდის ავლა:

ცნობილია, რომ პირადი მოხმარების ნივთები მფლობელის ენერგეტიკას ისრუტავენ. დაავადებები, ნეგატიური ფიქრები და პრობლემები, რომლებიც უწინდელ პატრონს ჰქონდა, ახალ მფლობელთან გადაინაცვლებს. ამ საქმის მცოდნეები იმასაც კი ამბობენ, რომ ხანდახან ქუჩაში განგებ ტოვებენ ნივთებს, გათვალვის ან ჯადოსგან გასათავისუფლებლად იმ მიზნით, რომ ვინმე სხვა იპოვის და მისკენ წავა ყველაფერი ცუდი. პარაფსიქოლოგები "ჯადოს ახსნის" რიტუალის შემდეგ (რომელსაც სწორედ პირად ნივთებზე ასრულებენ ხოლმე) ხშირად ურჩევენ თავიანთ კლიენტებს, წაიღონ რომელიმე ნივთი სახლიდან შორს და "დაკარგონ" ქუჩაში. ამიტომ ეს ნივთი სავსებით შესაძლებელია, ბნელი ენერგეტიკით იყოს გაჯერებული და მპოვნელს მიაყენოს დარტყმა.

ამიტომ, ჯობს საერთოდაც აუაროთ გვერდი ამგვარ ნივთებს, რომ მათთან ერთად სხვისი პრობლემებით არ დაიხუნძლოთ.

1. რკინის ფული

მეტალის მონეტა იოლად იზიდავს ნებისმიერ ენერგეტიკას, როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. დადებითი ენერგია მას თილისმადაც კი აქცევს, უარყოფითი კი საზიანოა. არ არის გამორიცხული, მონეტაზე იყოს გადმონთხეული უარყოფითი ენერგია და მერე იყოს გადაგდებული, ამიტომ არ ღირს მისი აღება, განსაკუთრებით, თუ ეს ძველებური და უჩვეულო მონეტაა. თანაც, ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო და ასე ნაპოვნი ფულით გამდიდრება ნაკლებად მოსალოდნელია.

2. ოქროს სამკაულები

ძვირფასი მეტალი იოლად ექვემდებარება მაგიურ ზემოქმედებას, ამიტომ ვერცხლისა და ოქროს სამკაულებსაც ხშირად იყენებენ სხვადასხვა მჩხიბაობების დროს. ბეჭდებს, განსაკუთრებით – ნიშნობის ბეჭდებს, განგებ ტოვებენ ქუჩაში, რომ პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემები მოიცილონ თავიდან. ნაპოვნი სამკაულის "მოზომება" მაშინაც კი არ არის რეკომენდებული, თუ ის მართლა შემთხვევით დაკარგა მისმა პატრონმა. მეტალი ადამიანის ენერგეტიკულ ველთან ურთიერთქმედებს და სხვისი სამკაულის ტარებას შეუძლია თქვენი ბიოველის შეცვლა... განაგრძეთ კითხვა

როგორ ცხოვრობს ქართველი ბიჭი სხვადასხვა სახეობის გველთან და ნიანგთან ერთად? - "შეიძლება დაოჯახებაში ხელი შემეშალოს, მაგრამ პრობლემას არ შევქმნი"

ვინ არის კიმ კარდაშიანის ფავორიტი ქართველი ინფლუენსერი, რომელმაც ამერიკული ოცნება აიხდინა - "მთავარია, ადამიანმა შეხედოს ყველაფერს ყუთის მიღმა"

30%-იანი ფასდაკლება Fisher price და Baby clementoni-ის სათამაშოებზე ჯი პი სი - ში არ გამოგრჩეთ, მშობლებო!