სვანეთში "სულების კვირეული" დაიწყო - ხალხის რწმენით, გარდაცვლილთა სულები ოჯახებს სტუმრობდნენ

სვანეთში "სულების კვირეული" დაიწყო - ხალხის რწმენით, გარდაცვლილთა სულები ოჯახებს სტუმრობდნენ

18 იანვარს ბალსზემო სვანეთში (ბალსქვემოთ ცოტა განსხვავებულად) სულების კვირეული "ლიფაანალ'' იწყება. ადრე ამ დღეებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. აბსოლუტურად ყველა საოჯახო ნივთი და ავეჯიც კი, რაც ხმარებაში ჰქონდა ოჯახს, ირეცხებოდა, იხეხებოდა. 18-ში დილიდან იწყებოდა სამზადისი, რომ საღამოს სტუმრებისთვის სუფრა დაეხვედრებინათ, ოღონდ ყველაფერი სამარხვო უნდა ყოფილიყო სუფრაზე. სვანების რწმენით, გარდაცვლილთა სულები თავიანთ ოჯახებს სტუმრობდნენ. 18-დან მომდევნო ორშაბათამდე გრძელდებოდა სტუმრობა. ხდებოდა ისეც, რომ 18 თუ კვირა დღეს ემთხვეოდა, ერთდღიანი იყო... დღეს ეკლესია თვლის, რომ ეს არაა ქრისტიანული მიდგომა, ამიტომ ისეთი შემართებით აღარ აღნიშნავენ, თუმცა ტრადიცია მაინც გრძელდება.

გთავაზობთ სვანი მასწავლებლის ლალი მარგიანის მოგონებას ამ დღეებზე:

"ახლა მე ისევ ბავშვობაში უნდა გადავვარდე და ჩემთვის მისტიური, ზოგიერთი თანამედროვისთვის მიუღებელი, წარმართული სარიტუალო დღეები გავიხსენო. ვინც რა უნდა თქვას, არაფერი შავდებოდა ამით, მე დღესაც დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი, საკუთარი ოჯახი რომ მქონდეს.

ახლა ვაპროტესტებთ, თორემ მაშინ არდადეგები საახალწლოდ 24 დეკემბერს იწყებოდა და 11-12 იანვარს (ორშაბათი როცა ემთხვეოდა) იწყებოდა. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს