როგორ დაიკლოთ წონაში სწრაფად - 10 პროდუქტი, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს

როგორ დაიკლოთ წონაში სწრაფად - 10 პროდუქტი, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს

ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლა, ანუ მეტაბოლიზმი იმ ქიმიურ რეაქციათა ერთობლიობაა, რომლებიც ამარაგებს ორგანიზმს აუცილებელი ნივთიერებებით. აქ იგულისხმება უჯრედთა როგორც საკვები, ასევე საშენი და ენერგეტიკული მასალით უზრუნველყოფა.

ნივთიერებათა ცვლის რიტმი ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. მაგრამ საკმარისად რომ გამოიძინოთ, ივარჯიშოთ, ბევრი წყალი დალიოთ და სწორად იკვებოთ, ნივთიერებათა ცვლა დაჩქარდება და წონის დაკლებასაც მოახერხებთ. წარმოგიდგენთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც მეტაბოლიზმის დაჩქარებას უწყობენ ხელს.

1. ცხარე წიწაკა

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ცხარე წიწაკის მოხმარება ნივთიერებათა ცვლის 25 პროცენტით დაჩქარებას იწვევს. საქმე ის არის, რომ ცხარე საკვები გვაოფლიანებს, წიწაკაში შემავალი კაპსაიცინი სისხლის ცირკულაციას ზრდის და ორგანიზმს აიძულებს მეტი ცხიმი დაწვას.

2. მსხვილმარცვლოვანი საკვები

ისეთები, როგორიცაა ბრინჯი და სიმინდი, შეიცავენ რთულ ნახშირწყლებს, რომლებიც მეტაბოლიზმს უწყობს ხელს და ინსულინის დონეს ასტაბილურებენ. გახსოვდეთ, ინსულინის დაბალი დონე ორგანიზმისთვის ცუდია, ამიტომ დაიცავით ზომიერება.

3. ბროკოლი

ბროკოლში უხვადაა კალციუმი. კალციუმის გარდა ბროკოლი მრავალ ვიტამინს შეიცავს და ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია დეტოქსიკაციისთვის.

4. წითელი ლობიო

წითელი ლობიო მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. მასშია B ჯგუფის ვიტამინები და თუთია, რომლებიც ტესტოსტერონის გამომუშავებას უწყობენ ხელს.

5. ყავა და მწვანე ჩაი

ყავა და მწვანე ჩაი მეტაბოლიზმს საგრძნობლად აუმჯობესებენ. ამასთან, დიდი რაოდენობით შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, რომელიც სისხლში შაქრის დონეს დაბლა სწევენ და მეტ ცხიმს წვავენ.

6. ვაშლი და მსხალი

როდესაც ჭარბ წონასთან ბრძოლაზე მიდგება საქმე, ვაშლი და მსხალი საუკეთესო პარტნიორები არიან. ეს ორი ხილი საგრძნობლად აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.

7. სუნელები

ისეთი სუნელები, როგორიცაა წიწაკა, ხახვი და ჯანჯაფილი მეტაბოლიზმს უწყობენ ხელს.

8. ციტრუსები

ფორთოხალი, გრეიფრუტი და ლიმონი ხელს უწყობენ ცხიმის წვას და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას.

9. კალცით მდიდარი პროდუქტები

ტენესის უნივერსიტეტის გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ადამიანები, რომლებიც 1200-დან 1300 მილიგრამამდე კალცს მოიხმარენ, უფრო მეტ კალორიას წვავენ, ვიდრე დანარჩენები.

10. ომეგა 3

ომეგა 3 ანუ ცხიმოვანი მჟავები, ძირითადად თევზში გვხვდება, მაგრამ ის აგრეთვე მოიპოვება თხილსა და მზესუმზირაში. ეს პროდუქტები დაბლა წევენ ჰორმონ ლეპტინის დონეს, რომელიც მეტაბოლიზმს ანელებს.

მომზაებულია adme.ru-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს