10 მეთოდი ფეხებზე თმა რომ აღარ ამოვიდეს

10 მეთოდი ფეხებზე თმა რომ აღარ ამოვიდეს

სამწუხაროდ, არ არსებობს სახლის პირობებში თმის მოცილების მეთოდი, რომელიც ზრდას გარანტირებულად შეაჩერებს, მაგრამ თუ ამ 10 წესს დაიცავთ, რისკს მინიმუმამდე დაიყვანთ!

1. გადადით ეპილატორზე

თუ აქამდე ფეხებს იპარსავდით, გადადით ეპილატორზე. ის თმის ღერებს ბუდიანად აძრობს და დროთა განმავლობაში, თმა საგრძნობლად დარბილდება და შემცირდება.

2. გაიკეთეთ პილინგი

ეპილაციამდე ან ფეხების გაპარსვამდე 10-12 საათით ადრე, გაიკეთეთ პილინგი სკრაბის მეშვეობით. არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ ეპილაცია პილინგის შემდეგ. დააცადეთ კანს დამშვიდდეს.

3. იხმარეთ დასაბანი ღრუბელი

აუცილებლად, კარგად გაიხეხეთ ღრუბელით ის ადგილები, სადაც ეპილაციის გაკეთებას აპირებთ. ესეც ეპილაციამდე მინიმუმ 10 საათით ადრე უნდა გააკეთოთ.

4. სწორი მიმართულება

ქალების უმრავლესობა თმის მოცილებისას, საპირისპირო მიმართულებით იყენებს "ბრიტვას" ან ეპილატორს. ყოველთვის მიჰყევით თმის ზრდის მიმართულებას და არა მის საწინააღმდეგოდ.

5. კანის დაორთქვლა

თუ უპირატესობას გაპარსვას ანიჭებთ, პროცედურის წინ დაასველეთ პირსახოცი ცხელ წყალში, გაწურეთ და დაიფინეთ ფეხებზე.

6. გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები

არსებობს დეპილაციის შემდგომი სპეციალური საშუალებები, რომელიც თმის ამოსვლას აფერხებს.

7. შეიძინეთ ანტისეპტიკი

თუ მგრძნობიარე, პრობლემური კანი გაქვთ, თმის მოცილების შემდეგ წაისვით ანტისეპტიკი, რომელიც აფთიაქებში იყიდება.  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს