ბილ გეიტსი ტერორიზმის ახალი ფორმის შესახებ გვაფრთხილებს

ბილ გეიტსი ტერორიზმის ახალი ფორმის შესახებ გვაფრთხილებს

მსოფლიო შესაძლოა ახალი ტიპის ტერორიზმის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს და ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ - განცხადება ამის შესახებ ბილ გეიტსმა ხუთშაბათს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი იმ კოალიციის ნაწილია, რომელიც მომავალი დაავადებების გავრცელების შესაჩერებლად ვაქცინების შექმნას ცდილობს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის, ორგანიზაციის ბიუჯეტი 700 მილიონ დოლარს შეადგენს, ბილ გეიტსი შიშობს, რომ მომავალი საფრთხის გათვალისწინებით, ეს შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს.

ბიოტერორიზმი ან ტერორიზმი, რომელიც ეპიდემიის მიზანმიმართულ გავრცელებას ისახავს მიზანად, შესაძლოა, მალე მსოფლიოს ნომერ პირველი საფრთხე გახდეს და დღის წესრიგში პირველი ადგილი დაიკავოს. გეიტსის თქმით, მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება საფრთხესთან გამკლავება, ახლავე უნდა დაიწყოს. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს