იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სასტუმროში "ჩამარხული" ათი ადამიანი გადაარჩინეს

იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სასტუმროში "ჩამარხული" ათი ადამიანი გადაარჩინეს

იტალიაში მომხდარმა მიწისძვრამ სან გროსოს მთიან რეგიონში ძლიერი ზვავის ჩამოწოლა გამოიწვია. ზვავი სასტუმრო ”რიგოპიანოს” შეეტაკა. შემთხვევიდან 40 საათის შემდეგ, მაშველებმა, როგორც იქნა, მოახერხეს გადარჩენილების თოვლიდან ამოყვანა. ათი გადარჩენილი ადამიანიდან სამი ბავშვია. არსებული მონაცემებით, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, 30-მდე ადამიანს კი კვლავ ეძებენ.

მაშველები ყინვაში 24 საათის მანძილზე შეუწყვეტლად მუშაობენ. ჩამოწოლილი ზვავის სიმაღლე ათი მეტრია, მან ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო თოვლით სრულად დაფარა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწრაფად ამუშავდა ევაკუაციის გეგმა და დროულად მიიღეს თუ არა ზომები მაშველებმა.

მომზადებულია gizmodo.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს