ზოდიაქოს წყვილები, რომელთა სიყვარულიც ხშირად მეგობრობით იწყება

ზოდიაქოს წყვილები, რომელთა სიყვარულიც ხშირად მეგობრობით იწყება

ალბათ გაგიგონიათ, რომ მეგობრობიდან ხშირად დაწყებულა ამა თუ იმ წყვილის ცხოვრებაში დიდი სიყვარული. თუმცა, სკეპტიკებს და თავგადასავლების მოყვარულებს რომ კითხოთ, მეგობრობის შედეგად არ მოდის ის გრძნობა, რასაც ნამდვილი სიყვარული ჰქვია. იქნებ პირიქით გახლავთ? ჩვენ რასაც სიყვარულს ვეძახით მთელი თავისი დრამატული ისტორიებით, ეჭვიანობის სცენებით, შერიგება-დაშორების კალეიდოსკოპური მონაცვლეობით იქნებ სულაც არ არის ეს სიყვარული? ასტროლოგები თვლიან, რომ სიყვარულს სიმშვიდე უნდა მოჰქონდეს, ამიტომ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ დავა, მოდი, დღეს იმ წყვილებზე ვისაუბროთ, ვისთანაც ძალზე ხშირად მოდის სიყვარული, ხანგრძლივი მეგობრობის შედეგად...

ვერძი-მერწყული მათ შორის ყოველთვის არსებობს სასუბრო თემა, ისინი ძალზე ხშირად ერთიანდებიან ერთი იდეის ქვეშ. მერწყული იდეის გენერატორია, ვერძი კი მისი ენთუზიასტი შემსრულებელი. ამ ორს სამყაროს გაოცება შეუძლია საკუთარი კრეატიულობით. თუმცა, საერთო ინტერესები მალე გადადის ხოლმე მიჩვევაში და სიყვარულში. მერწყულები კი მოგეხსნებათ მხოლოდ მეგობრობით დაწყებულ გრძნობებს სცემენ პატივს.

კირჩხიბი-ქალწული მათ ერთმანეთთან ვინმეზე ზრუნვის მოთხოვნილება, სამსახურეობრივი საქმეები ან ჯანმრთელობის საკითხზე საუბარი აკავშირებთ. კირჩხიბიც და ქალწულიც ბუნებით შინაყუდაა. შესაბამისად, ერთმანეთს ჭეშმარიტად აღმოაჩენენ როცა გაირკვევა, რომ ორივეს უყვარს ვიქენდის პლედშემოხვეულს გატარება, ჭიქა ჩაით ხელში. ჰოდა, რა იქნება იმაზე უკეთესი თუ პლედში ორნი იქნებიან უკვე?

კურო-სასწორი ამ წყვილს ხელოვნება ან შემოქმედებითი საქმიანობა დააკავშირებს. შესაძლოა მუსიკალური გემოვნება აღმოაჩნდეთ ერთნაირი ან საოცარ ფოტოებს იღებდეს რომელიმე, ამით კი მეორე აუცილებლად აღფრთოვანდება. ორივეს უყვარს კომფორტი, ტკბილეული და ხელოვნება. შესაბამისად, დროის ერთად გასატარებლად ეს საკმარის მიზეზია.

განაგრძეთ კითხვა

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა

"ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად გვრცხვენოდა" - რა მოხდა ლიკა ქავჟარაძის ბოლო გადაღებაზე და ფოტო, რომელიც აქამდე არ გინახავთ

"დაატუსაღეს" მელა, რომელიც ვაკელებს სამოსს "პარავდა" - "ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი... თანამზრახველიც ყოლია"