ამ წყვილმა ყველაფერი მიატოვა, რომ მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა - ნახეთ, როგორია მათი ცხოვრება ლამაზი ფოტოების მიღმა...

ამ წყვილმა ყველაფერი მიატოვა, რომ მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა - ნახეთ, როგორია მათი ცხოვრება ლამაზი ფოტოების მიღმა...

სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში მცხოვრებმა წყვილმა ერთ დღეს გადაწყვიტა დაეტოვებინა მაღალანაზღაურებადი, მაგრამ მოსაწყენი სამსახური სარეკლამო სააგენტოში და ერთი წლით მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა. თუმცა, თავისუფლება არც ისე ტკბილი აღმოჩნდა, როგორც შეყვარებულებს წარმოედგინათ. თავიანთი ისტორიის შესახებ წყვილი ინსტაგრამის გვერდსა და ბლოგზე - How Far From Home (რამდენად შორს სახლიდან) წერს.

შანელ კარტელს და სტივო დირბერგს ყველაზე ჭუჭყიანი საქმის კეთება უწევთ, რათა მოგზაურობისას სატრანსპორტო ხარჯები დაფარონ და საკვებისთვის საჭირო თანხა შეაგროვონ. ამასთან, კარტელის თქმით, მოგზაურობის წინ მან მთელი ქონება გაყიდა.

წყვილს ხშირად ტუალეტების წმენდა და ჭურჭლის რეცხვა უწევს, რომ დღიდან დღემდე თავი გაიტანონ უცხო ქალაქში.

"მოგზაურობის მანძილზე მე და სტივომ 130-ზე მეტი ტუალეტი დავასუფთავეთ, 60-ზე მეტი საწოლი დავალაგეთ და აურაცხელი ოდენობის ჭურჭელი გავრეცხეთ", - ყვება მოგზაური გოგონა.

მისივე თქმით, მას და მის ბოიფრენდს ძირითადად მშრალი საკვების, ტოსტებისა და ჯემის ჭამა და ფეხით გადაადგილება უწევთ, რადგან ტრანსპორტის ფული არ აქვთ. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდები წერენ, რომ კმაყოფილები არიან და არაფერს ნანობენ, თანაც ინსტაგრამის 150 000-მდე გამომწერს ულამაზესი ბუნების ფოტოებით და ისტორიებით ანებივრებენ.

მომზადებულია adme.ru-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს