მოწევისთვის თავის დანებების რომელი მეთოდია უკეთესი

მოწევისთვის თავის დანებების რომელი მეთოდია უკეთესი

ამბობენ, რომ სიგარეტზე დამოკიდებულება ინდივიდუალურია და არსებობს მწეველთა რამდენიმე ტიპი. მაინტერესებს, რომელ ტიპს მივეკუთვნები, არსებობს თუ არა თითოეული მათგანისთვის სიგარეტზე დამოკიდებულების მოხსნის თავისებური მეთოდი და საერთოდ, რომელი მეთოდია ამ ჩვევისაგან თავის დასაღწევად ყველაზე ეფექტური. მამუკა, 35 წლის

ორი მთავარი პარადოქსი

არცერთი მეთოდი არ გამოდგება, თუ ადამიანმა თვითონ არ მოისურვა მოწევისთვის თავის დანებებაო, ირწმუნებიან სპეციალისტები. არამწეველები თანხმობის ნიშნად თავს იქნევენ, მავნე ჩვევის ტყვეები კი ღიზიანდებიან და ამბობენ: "დიახ, გვინდა! გვინდა, მაგრამ არ შეგვიძლია!" ისინი არ ცრუობენ - სიგარეტის მიტოვება ნამდვილად სურთ. მოტივაციის უქონლობა შეიძლება ვუსაყვედუროთ მხოლოდ მოზარდებს, რომლებმაც ეს-ესაა დაიწყეს მოწევა. სიგარეტის ტყვეს კარგად ესმის, რამდენად ბრიყვული, უგუნური და საზიანოა მისი საქციელი, მაგრამ ვერ ეშვება, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ნარკოლოგები ამტკიცებენ, თამბაქო იწვევს უფრო სუსტ ფიზიკურ დამოკიდებულებას, ვიდრე ალკოჰოლი და ნარკოტიკები. ასეთია პირველი პარადოქსი.

არსებობს თამბაქოს ტყვეობიდან თავის დასაღწევი უამრავი საშუალება, მაგრამ ძირითადია სამი მიმართულება: წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს