რა იწვევს ტემპერატურის მატებას ან კლებას და რა არ უნდა გააკეთოთ მაღალი სიცხის დროს

რა იწვევს ტემპერატურის მატებას ან კლებას და რა არ უნდა გააკეთოთ მაღალი სიცხის დროს

რა ტემპერატურა ითვლება ნორმად ბავშვთა ასაკში, რა იწვევს ტემპერატურის მატებას ან კლებას, როდის უნდა მივმართოთ ექიმს - ამ და სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებზე პედიატრიული პრივატკლინიკის პედიატრი მაკა ლეკიაშვილი გვიპასუხებს.

- რა ტემპერატურა ითვლება ნორმად ბავშვთა ასაკში?

- სხეულის ნორმალური ტემპერატურის დიაპაზონი ბავშვთა ასაკში ასეთია:

• აქსილარული (იღლია) 35,8-37,0*ჩ

• რექტალური (სწორი ნაწლავი) 36,1-37,8*ჩ

• ორალური (პირის ღრუ) 35,8-37,3*ჩ

ზოგადად, აღინიშნება სხეულის ტემპერაურის დღეღამური მერყეობა 1 გრადუსის ფარგლებში. სხეულის ტემპერატურა ეცემა ღამით, მინიმალურია 5 საათზე, შემდეგ იმატებს და პიკს აღწევს 17-18 საათზე. ტემპერატურის ცირკადულობა არ აღინიშნება ახალშობილებში და ფორმირდება 2 წლის ასაკის ზემოთ. გასათვალისწინებელია, რომ ტემპერატურის გაზომვა არ შეიძლება ფსიქო-ემოციური დატვირთვის, ცხელი საკვების ან სითხის მიღებისთანავე, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

- რა იწვევს ტემპერატურის მატებას?

- ტემპერატურის მომატება უმეტესად ვირუსულ, ბაქტერიულ ან პარაზიტულ ინფექციას უკავშირდება და მასზე ორგანიზმის რეაქციას წარმოადგენს, თუმცა არსებობს ისეთი მიზეზებიც, რომლებსაც ინფექციურ პროცესებთან კავშირი არ აქვს, მათ შორის - სითბური დაკვრა, რევმატოიდული ართრიტი, ავთვისებიანი სიმსივნე, ზოგიერთი მედიკამენტი (მაგალითად, ანტიბიოტიკი, მაღალი არტერიული წნევის ან ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები). არის შემთხვევები, როდესაც, მიუხედავად საფუძვლიანი გამოკვლევისა, ცხელების მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. როდესაც ადამიანს ტემპერატურა სამ კვირაზე მეტ ხანს აქვს მომატებული, მაგრამ მიზეზს ვერ ადგენენ, ამბობენ, რომ საქმე გვაქვს უცნობი ეტიოლოგიის (წარმოშობის) ცხელებასთან, თუმცა ისიც უნდა ითქვას, ასეთი ცხელება უმეტესად იშვიათი ან ნაკლებად შესწავლილი დაავადებით კი არა, ატიპურად, უცნაურად მიმდინარე გავრცელებული პათოლოგიით არის გამოწვეული... განაგრძეთ კითხვა

"ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას" - რას ამბობს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

"ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე, ეს ჩემი სამშობლოა და... " - რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ კითხვას: რას იზამდა რუსეთის ნაკრებში რომ მიეწვიათ?

"რატომ არავინ გაფრთხილებს, რომ ორსულობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც განიცდის ქალი, რომელმაც ეს-ესაა იმშობიარა" - რას წერს სოფო შევარდნაძე შვილის გაჩენის შემდეგ