შეიხედეთ ამერიკის ყველაზე ძვირადღირებულ სახლში - ეს სასახლე 250 მილიონ დოლარად იყიდება

შეიხედეთ ამერიკის ყველაზე ძვირადღირებულ სახლში - ეს სასახლე 250 მილიონ დოლარად იყიდება

ლოს ანჯელესში, ბელ ერში ახალაშენებული სასახლე 250 მილიონ დოლარად იყიდება - ეს ამერიკის ბაზარზე ყველაზე ძვირადღირებული სახლია. თითქმის 4 000 კვ.მ ფართის უძრავი ქონება 12 საძინებელს, 21 აბაზანას, ხუთ ბარს და სამ სამზარეულოს იტევს. აქვეა განთავსებული 25 მეტრის სიგრძის იტალიურ შუშაში ჩასმული აუზი.

სახლს აქვს საკუთარი სპა, ფიტნეს ცენტრი, ორი მარანი ღვინის საუკეთესო კოლექციით და ჯეიმს ბონდის თემაზე შექმნილი 40-ადგილიანი სახლის კინოთეატრი. სახლში დიდი არტკოლექციაა ასზე მეტი რჩეული ნამუშევრით, მათ შორისაა მილიონი დოლარის ღირებულების ლეიკას კამერა. სახლის სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცეცაა გამოყოფილი.

ავტოფარეხში კი 12 სუპერმანქანა დგას - "ბუგატი ვეირონი", "პაგანი ჰუირა", "როლს როისი" და სხვა ვინტაჟური ავტომობილები. მანქანების საერთო ღირებულება 30 მილიონ დოლარს შეადგენს.

დაათვალიერეთ ფოტოგალერე

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს