ფულის ხეს მოაქვს... ჯანმრთელობა - ამ რეცეპტებით დაზოგავთ ფულს

ფულის ხეს მოაქვს... ჯანმრთელობა - ამ რეცეპტებით დაზოგავთ ფულს

ფულის ხისგან ყველა წარმატებასა და ბარაქას ელის, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მას, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობის მოტანა შეუძლია.

ფულის ხე ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელთა წყალობითაც ძალიან დაგეხმარებათ შემდეგი პრობლემების მოგვარებაში:

მსუბუქი დამწვრობა, ნაკაწრები, ჭრილობები

ფულის ხის რამდენიმე ფოთოლი გახეხეთ სახეხზე და დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ, შეიხვიეთ ბინტით. სახვევი ყოველ ხუთ საათში გამოიცვალეთ.

მწერის ნაკბენი

მწერის ნაკბენზე დღეში 4-ჯერ ფულის ხის ფოთლის წვენი წაისვით.

პიელონეფრიტი და ცისტიტი

ხუთი ფოთოლი დააქუცმაცეთ, დაასხით 200 მილილიტრი ცხელი წყალი. გააჩერეთ ერთი საათით და გადაწურეთ. დალიეთ თითო სადილის კოვზი ორჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ყელის ტკივილი

10 ფოთლიდან გამოწურეთ წვენი და გაააზავეთ 300 მილილიტრ წყალში. გამოივლეთ ყელში 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

დილით უზმოზე, ჭამამდე ერთი საათით ადრე, კარგად დაღეჭეთ და შეჭამეთ ორი ფოთოლი.

ტუჩის ჰერპესი

ყოველ ერთ საათში გამონაყარზე ფოთლების წვენი მოისვით.

ართრიტი, ართროზი

ფოთლების წვენი შეიზილეთ მტკივან ადგილებში, ამითვის 13-15 ფოთოლი დაგჭირდებათ.

ყურადღება: ფულის ხე შეიცავს მიშიაკს! ამიტომაც წვენის შინაგანი გამოყენებისას მაქსიმალურად დაიცავით წესები და დოზები.

გამოყენების წინ აუცილაებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

შთამბეჭდავი ფოტოები ბათუმის ბულვარიდან, სადაც საკურა აყვავდა - "რაღაცები არასდროს იცვლება"

#მემიყვარსღვინო - ფლეშმობი ღვინის მოყვარულთათვის

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა ხორცის ჭამას წყვეტს