დონალდ ტრამპს ცოლისადმი არაჯენტლმენური მოპყრობის გამო მედიაში აკრიტიკებენ

დონალდ ტრამპს ცოლისადმი არაჯენტლმენური მოპყრობის გამო მედიაში აკრიტიკებენ

პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შემდეგ, დონალდ ტრამპმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი მანერები მისი საქმე არ არის. ეს მას ხშირად დაუდასტურებია, მათ შორის თეთრ სახლში, ობამებთან შეხვედრაზეც, როცა საკუთარ მეუღლეს, მელანიას მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ არ დაელოდა და ქალს მარტო მოუწია თეთრი სახლის კიბეების ავლა. 

ტრამპის ეს არაჯენტლმენური ქცევა პრესაში მაშინვე ბარაკ ობამას ქცევებს შეადარეს, რომელიც მიშელის მიმართ ყოველთვის გალანტური იყო. როგორც ჩანს, თეთრ სახლში მისვლისას დონალდი იმდენად აღელვებული იყო ობამებთან შეხვედრით, რომ მეუღლე სულ გადაავიწყდა და მელიანიასკენ არც კი მოუხედავს.

სოციალურ მედიაში იმასაც წერენ, რომ შეწუხებული გამომეტყველება მიშელ ობამას სახეზე არა საჩუქარმა, არამედ ტრამპის ამ დაუდევრობამ გამოიწვია. ობამებთან მისალმების შემდეგ დონალდი პირდაპირ გაეშურა შესასვლელში და კიდევ ერთხელ მოიტოვა უკან მელანია, რომელიც ობამებმა შეაცილეს თეთრ სახლში. სხეულის ენამ დონალდ ტრამპსა და მელანიას შორის არსებული განხეთქილება დაადასტურა და მრავალი სპეკულაცია წარმოშვა, რომ წყვილი ბედნიერი არ არის.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

წაიკითხეთ: "სევდიანი მელანია" - ახალი კამპანია, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს