ღვინოში წყლის გადარევის ტრადიცია ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთიდან მოდის. ბერძნები, იტალიელები, ესპანელები და ბასკები მზა ღვინოში წყალს დღესაც ურევენ და ამ გზით ცდილობენ ღვინოში მაღალი ალკოჰოლის დაბალანსებას. ღვინოში წყალს ძველ საქართველოშიც ურევდნენ და, ძირითადად, ვენახსა და ყანაში მუშაობის დროს სვამდნენ (რადგან დათრობა არ უნდოდათ). გარდა ამისა, ასევე ბავშვებს ხშირად ხელ-პირს ასეთი ღვინით ბანდნენ, რადგან ცნობილია, რომ ღვინო სახის კანს ინახავს და სირბილეს უნარჩუნებს.