ერთადერთი ქვეყანა, რომელზე თავდასხმა ჰიტლერმაც ვერ გაბედა

ერთადერთი ქვეყანა, რომელზე თავდასხმა ჰიტლერმაც ვერ გაბედა

მინიშნება: ეს არც აშშ-ია, არც ისრაელი, არც იაპონია და გვაპატიოს კიმ ჩენ ირმა, არც ჩრდილოეთი კორეა.

პასუხი ამ კითხვაზე გაგაოცებთ, თუმცა ეს გაოცება მაცდურია. წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელსაც მოსახლეობის რაოდენობაზე გაანგარიშებით ყველაზე დიდი არმია ჰყავს. სახელმწიფო, სადაც 20-დან 50 წლამდე თითქმის ყველა მამაკაცი სამხედრო მოსამსახურეა, ხატოვნად რომ ვთქვათ, მათ ავტომატთან სძინავთ. სახელმწიფო, რომელიც მის მოქალაქეებს სთხოვს პისტოლეტის შეძენას და ამისათვის სპეციალურ ფასდაკლებასაც კი სთავაზობს; სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ორ-სამ საათში შეკრიბოს 650 ათასიანი, ხოლო ორ დღეში 1, 5 მილიონიანი შესანიშნავად გაწვრთნილი, ორგანიზებული და შეიარაღებული არმია ( შედარებისათვის: აშშ - 1, 3 მილიონი კაცისაგან შემდგარი არმია პლიუს ამდენივე რეზერვი; ჩინეთი-2, 4 მილიონიანი არმია პლიუს 1 მილიონი რეზერვი). ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ ეს კბილებამდე შეიარაღებული ქვეყანა ჟენევიდან დავოსამდე და ციურიხიდან ლუგანომდე, წარმოადგენს გვირაბებით დასერილ მაღალ მთებს, სავსეს ატომური თავდასხმის საწინააღმდეგო თავშესაფრებით, იარაღის საცავებით, სარაკეტო-არტილერიული ბაზებით... დიახ, საუბარია შვეიცარიაზე - ევროპის შუაგულში მდებარე პატარა, მაგრამ ძლიერ სახელმწიფოზე.

შვეიცარია - ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანათაგანია მსოფლიოში, რომელსაც საკადრო მილიციური სისტემა აქვს. მარტივად ავხსნათ, როგორია ეს სისტემა: ჯარისკაცების მცირე რაოდენობას+ბევრი საკადრო ოფიცერი და უნტეროფიცერი+რეზერვისტები+სასწავლო შეკრებები= სრულ არმიას. ანუ გამონათქვამი "ხალხი და არმია ერთია" შვეიცარიაში აბსოლუტურ იდეალიზმამდეა დაყვანილი.

ციფრებში ეს ყველაფერი შემდეგნაირად გამოიყურება: საკადრო სამხედრო მოსამსახურე ქვეყანაში მხოლოდ 9000-ია. არმიაში სავალდებულო სამსახურში მუდმივად იმყოფება 15000 ახალგაზრდა. გაწვევა ხდება 90 დღის ვადით. მისი დასრულების შემდეგ სახელმწიფო დემობილიზირებულს აძლევს იარაღს (შაშხანა ან პისტოლეტი) ორი სავსე მჭიდით, სამხედრო ფორმის სამ კომპლექტს ყველა სეზონისათვის, აღჭურვილობას, ტყვიაგაუმტარ ჟილეტს და მუზარადს  განაგრძეთ კითხვა

მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

"შემომხედა თავისი საოცარი თვალებით და..." - ამინდზე საუბრით დაწყებული პიკესა და შაკირას სიყვარულის ისტორია, რომელმაც დროს გაუძლო

ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და ბექჰემის შეხვედრა უემბლის სტადიონზე - ფოტოები ინგლისი-გერმანიის თამაშიდან