რძიანი და ტკბილი ყავა გიყვართ? მაშინ, თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს...

რძიანი და ტკბილი ყავა გიყვართ? მაშინ, თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს...

ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები, ვინც მსუბუქ და ტკბილ ყავას სვამენ, უბრალოდ, ცარიელ კალორიებს იღებენ და იმაზე უარესს მიირთმევენ, ვიდრე ადამიანები, რომლებსაც მაგარი შავი ყავა უყვართ.

იგივე ითქმის ჩაის მოყვარულებზეც, რომლებიც სასმელში შაქარს და რძეს ურევენ. ილინოისისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების მკვლევარებმა შეადარეს 19 400 ჩაის და ყავის მოყვარულის დიეტა და აღმოაჩინეს, რომ ისინი ყურადღებას არ აქცევენ დამატებით შაქრის და რძის კალორიებს.

კვლევამ დაადასტურა, რომ ყავის მომხმარებლები მაცოცხლებელ სასმელში ბევრ კალორიას ამატებენ და საერთოდაც, ყავა ნამდვილი კალორიების ბომბია ჩაისთან შედარებით. ყავის მოყვარულების უმეტესობა მასში უმატებს შაქარს, რძეს, ნაღებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ სასმელებზე, როგორიცაა მაგალითად, ფრაპუჩინო.

ნახევარ ჩაის კოვზ შაქარში 11 კალორიაა, ერთ კოვზ რძეში - 9. მსუბუქი და ტკბილი ყავის მოყვარულები დღეში 69 კალორიით მეტს იღებენ მხოლოდ ყავის სმით, შავი ყავის მოყვარულებთან შედარებით. ისინი, ვინც დილის სასმელს დესერტად აქცევს, მთლიანობაში ცუდადაც იკვებება. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი ადამიანების დიეტური მენიუ მეტ შაქარს და ცხიმს შეიცავდა.

ამიტომ, სანამ დიეტის დროს ყავას ან ჩაის მოიმზადებთ, დაითვალეთ რამდენ კალორიას ამატებთ მას.

მომზადებულია delish.com-ს მიხედვით

"ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე, ეს ჩემი სამშობლოა და... " - რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ კითხვას: რას იზამდა რუსეთის ნაკრებში რომ მიეწვიათ?

"რატომ არავინ გაფრთხილებს, რომ ორსულობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც განიცდის ქალი, რომელმაც ეს-ესაა იმშობიარა" - რას წერს სოფო შევარდნაძე შვილის გაჩენის შემდეგ

"შევხვდებით უკეთეს სამყაროში" - პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა