"კუდიანობის" გამო მიტოვებული ნიგერიელი ბიჭუნა დღეს ასე გამოიყურება - ემოციური ამბის გაგრძელება 1 წლის შემდეგ

"კუდიანობის" გამო მიტოვებული ნიგერიელი ბიჭუნა დღეს ასე გამოიყურება - ემოციური ამბის გაგრძელება 1 წლის შემდეგ

ერთი წლის წინ დანიელი სოცმუშაკი ანია რინგრენ ლოვენი ნიგერიაში ქმართან ერთად მისიით ჩავიდა იმ ბავშვების გადასარჩენად, ვისაც მშობლები "კუდიანობის" გამო ქუჩაში ტოვებდნენ და ამით სასიკვდილოდ იმეტებდნენ.

ამ მისიის დროს ანია შეხვდა ბიჭუნას, რომელსაც დღეს ჰოუპს (იმედს) ეძახის. მაშინ ბავშვი უკიდურესად გამხდარი იყო და სიკვდილის პირას იმყოფებოდა. ლოვენმა გაავრცელა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილი იყო, როგორ ასმევდა წყალს გამხდარ მიტოვებულ ბავშვს, რათა მისი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ფული მოეგროვებინა. ფოტო მალევე გავრცელდა მთელს მსოფლიოში.

უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, ბიჭუნა სამი წლისაა და მისი ცნობა შეუძლებელია. "ზუსტად ერთი წლის წინ მსოფლიომ პატარა ბიჭუნა გაიცნო, რომელსაც დღეს ჰოუპს ვეძახით. ამ კვირაში ჰოუპი სკოლაში წავა", - წერს ანია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე. ჰოუპი 35 სხვა ბავშვთან ერთად ცხოვრობს თავშესაფარში, რომელსაც ლოვენი და მისი ქმარი დევიდ ემანუელ უმემი ხელმძღვანელობენ ნიგერიის ქალაქ ეკეტში. ცოლ-ქმარი ათეულობით მძიმე ისტორიის მქონე ბავშვს ეხმარება.

მომზადებულია cbsnews.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს