"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" მსოფლიოს საუკეთესო ციხეში

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" მსოფლიოს საუკეთესო ციხეში

ნორვეგია ყოველთვის ცნობილი იყო განსაკუთრებით ჰუმანური პენიტენციალური სისტემით, რის გამოც, იგი ბევრი პატიმრის ოცნებად იქცა.

კუნძულ ბასტოის ოსლოდან 76 კილომეტრი, უახლოესი დასახლებული პუნქტიდან, საკურორტო ქალაქ ჰორტენიდან კი 2 კილომეტრი აშორებს. მისი ფართობი 2,6 კვადრატული კილომეტრია. ადრე ამ კუნძულზე სასჯელს არასრულწლოვანი დამნაშავეები იხდიდნენ და ციხე ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ საპატიმრო დაწესებულებად ითვლებოდა.

აქ სასჯელის ბოლო თვეებს ნორვეგიის ისტორიაში ერთადერთი სერიული მკვლელი, არნფინ ნესეტიც იხდიდა. ის მოხუცთა თავშესაფრის მთავარი ექიმი იყო და შხამით 20 მოხუცი მოწამლა ("რათა მათი ტანჯვისთვის ბოლო მოეღო"). სასჯელის მოხდის შემდეგ, ხელისუფლებამ მას ახალი სახელი და გვარი მიანიჭა, მისცა პასპორტი და პლასტიკური ოპერაცია გაუკეთა (რათა საზოგადოების მხრიდან ის დისკრიმინაციის მსხვერპლი არ გამხდარიყო).

ამჟამად, კუნძულზე პლაჟი, რამდენიმე კეთილმოწყობილი ჩოგბურთის მოედანი და საუნაა განთავსებული.

საკნების ნაცვლად, 115 პატიმარი კეთილმოწყობილ ხის სახლებში ცხოვრობს. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს