როდის ნუროფენი და როდის - პარაცეტამოლი - რა უნდა იცოდეთ სიცხის დამწევებზე

როდის ნუროფენი და როდის - პარაცეტამოლი - რა უნდა იცოდეთ სიცხის დამწევებზე

ამ სეზონის ვირუსები მაღალი სიცხეებით გამოირჩევა. ტემპერატურა ხშირად არც ემორჩილება პრეპარატებს და მშობლები ხშირად შეცდომებსაც უშვებენ. მითუმეტეს, აფთიაქებში ბევრი დასახელების მედიკამენტს გვთავაზობენ. როდის რომელი გამოვიყენოთ და რა წესების დაცვით - რჩევებს კლინიკა "ევექსი" გვიზიარებს

პირველი არჩევანი სიცხის საწინააღმდეგო პრეპარატებში არის პარაცეტამოლი (კომერციული დასახელება: პანადოლი, კალპოლი) ან იბუპროფენი (კომერციული დასახელება: ნუროფენი, იბუფენი, ბებიტი). მოცემული საშუალება შეამსუბუქებს ბავშვის მდგომარეობას და დასწევს მის ტემპერატურას 1 - 1.5ºც-ით. ასპირინი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ბავშვებისათვის, რადგან მას შეუძლია გამოიწვიოს იშვიათი, მაგრამ მძიმე დაავადება, როგორიცაა რეის სინდრომი.

პარაცეტამოლის მიცემა შეიძლება 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით, მაგრამ მაქსიმუმ ხუთჯერ 24 საათის განმავლობაში. პარაცეტამოლი არ უნდა იქნას გამოყენებული 3 თვემდე ასაკის ჩვილებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. პარაცეტამოლის დოზის გამოთვლა ხდება ბავშვის წონის საფუძველზე, და არა ასაკის იბუპროფენის მიცემა შეიძლება ყოველ 6 საათში ერთხელ. იბუპროფენი არ უნდა იქნას გამოყენებული ექვს 3 თვემდე ასაკის ბავშვებში. იბუპროფენის დოზის გამოთვლა ხდება ბავშვის წონის საფუძველზე, და არა ასაკის... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს