რატომ უნდა ვიზომოთ პულსი რეგულარულად

რატომ უნდა ვიზომოთ პულსი რეგულარულად

სამწუხაროდ, არითმია ფართოდ გავრცელებული დიაგნოზი გახდა. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ გულისცემის რიტმის მოშლის უვნებელ ნაირსახეობასთან ერთად საკმაოდ საშიში ფორმებიც არსებობს.

ცნობილია, რომ მოსახლეობის 70%-ს აწუხებს ექსტრასისტოლია - ეს არის არითმიის სახეობა, რომლის სიმპტომიცაა გულისცემის გახშირება (გულის კუნთის რიგგარეშე შეკუმშვები) და ვიბრაციის შეგრძნება გულის არეში.

ასევე ხშირად გვხვდება პრობლემა სახელწოდებით "მოციმციმე არითმია". ეს არის გულისცემის რიტმის ანომალია, შეკუმშვათა დაბალი და ინტენსიურად ცვალებადი სიხშირე.

ექიმები გვიმტკიცებენ, რომ გულის სერიოზული დაავადებების აღკვეთა შესაძლებელია პულსის რეგულარული კონტროლით. ამიტომ ყველა ზრდასრულმა ადამიანმა უნდა იცოდეს პულსის სწორად განსაზღვრა.

თუ გულის პათოლოგია არ არსებობს, პულსი თანაბარი და რეგულარულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმთან მისვლის სერიოზული მიზეზი გაქვთ.

გაიგეთ, როგორ იზომება პულსი, რომ არ გამოგეპაროთ "განგაშის სიგნალი". ეს უნარი ყოველთვის გამოგადგებათ.

ნორმალური გულისცემა

გულის ნორმალური შეკუმშვისას გულში განსაზღვრული სიხშირით ავტომატურად წარმოიქმნება ელექტრული იმპულსები. ეს იმპულსები გულის გამტარ სისტემაში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვრცელდება. იმპულსის წარმოქმნის ან გავრცელების დარღვევა არითმიას იწვევს. ჩვენი გული ოთხი ღრუსგან შედგება. გულის ორივე ნახევარში არის ორი ღრუ - წინაგული და პარკუჭი. გულის შეკუმშვისას ჯერ ორივე წინაგული იკუმშება და სისხლს მოდუნებულ პარკუჭში გადაისვრის. ეს შეკუმშვა მაშინ იწყება, როცა სინუსის კვანძში - ასე უწოდებენ მარჯვენა პარკუჭში არსებულ უჯრედთა ჯგუფს - წარმოქმნილი ელექტრული იმპულსი წინაგულებისკენ ვრცელდება. ამის შემდეგ იმპულსი მიემართება ატრიოვენტრიკულური (წინაგულ-პარკუჭოვანი) კვანძისაკენ, რომელიც წინაგულსა და პარკუჭს შორის მდებარეობს, მერე კი პარკუჭებისკენ ვრცელდება... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს