მანდარინის ქერქი - დისბაქტერიოზის, ფრჩხილის სოკოს, სტრესის, უძილობის და მაღალი წნევის სამკურნალოდ

მანდარინის ქერქი - დისბაქტერიოზის, ფრჩხილის სოკოს, სტრესის, უძილობის და მაღალი წნევის სამკურნალოდ

მანდარინის ქერქი შეიცავს ეთერზეთებს, ფიტონციდებს, კაროტინოიდებს, ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს და, აქედან გამომდინარე, წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

1. დისბაქტერიოზი, მეტეორიზმი - ყავის საფქვავში დაფქვით გამხმარი მანდარინის ქერქი. დღეში ერთხელ ჭამის დროს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ერთ ულუფა ხაჭოში, ფაფაში ან სხვა კერძში, 2 კვირის მანძილზე.

2. ბრონქიტი - 2 ს.კ. დაქუცმაცებულ გამხმარ ქერქს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი. შემდეგ გადმოდგით და დააყენეთ თავდახურულ მდგომარეობაში 1 საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

3. მშრალი ხველის დროს ნახველის გამოყოფისთვის - 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ნედლ ქერქს დაასხით 1 ჭიქა არაყი, დააყენეთ 1 კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას და შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 20-20 წვეთი 50გ წყალში დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.

4. ინჰალაცია გაციების, გრიპის და ხველის დროს - 1 მუჭა დაქუცმაცებული ნედლი ქერქი ჩაყარეთ ვიწროყელიან ჭურჭელში და დაასხით მდუღარე წყალი. ისუნთქეთ ორთქლით 10-12 წუთი. პროცედურის შემდეგ თავი შეიკავეთ გარეთ გასვლისგან 1 საათის განმავლობაში... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს