წარ­მა­ტე­ბული ადა­მი­ა­ნები, რომელბსაც ჰო­როს­კო­პე­ბისა და ცრურ­წ­მე­ნე­ბი­ს სჯერათ

წარ­მა­ტე­ბული ადა­მი­ა­ნები, რომელბსაც ჰო­როს­კო­პე­ბისა და ცრურ­წ­მე­ნე­ბი­ს სჯერათ

2017 წე­ლი აღ­მო­სავ­ლუ­რი ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით ცეცხ­ლის­ფე­რი მამ­ლის წე­ლია.

ეს წე­ლი ზო­დი­ა­ქოს ზო­გი­ერთ ნი­შანს წარ­მა­ტე­ბას და იდი­ლი­ას ჰპირ­დე­ბა, ზოგს - ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის პოვ­ნას, ზოგს კი - სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბის გა­და­ლახ­ვას... რო­გორ შეხ­ვ­დ­ნენ მამ­ლის წელს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, სჯე­რათ თუ არა მათ ჰო­როს­კო­პე­ბი­სა და ცრურ­წ­მე­ნე­ბი­ს? - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნალ "გზას" რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ესა­უბ­რა:

"შა­ვი კა­ტი­სა და გუ­დი­ა­ნი კა­ცის ბავ­შ­ვო­ბა­ში მე­ში­ნო­და"

ბე­სო ბე­რუ­ლაშ­ვი­ლი, პა­რო­დის­ტი:

- ვი­ცი, რომ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით სას­წო­რი ვარ, მაგ­რამ ამა­ზე მე­ტად ჰო­როს­კო­პით არას­დ­როს და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ. მარ­თა­ლია, სას­წო­რის ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა ჩემს ხა­სი­ათს ემ­თხ­ვე­ვა, მაგ­რამ დე­და­მი­წა­ზე რამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია, არ არ­სე­ბობს ამ­ხე­ლა მა­სა­ში ვი­ღა­ცის ხა­სი­ა­თი არ და­ემ­თხ­ვეს. ამი­ტომ, ჰო­როს­კო­პე­ბის დი­დად არ მჯე­რა, არც ცრურ­წ­მე­ნე­ბის. შა­ვი კა­ტისა და გუ­დი­ა­ნი კა­ცი­ს ბავ­შ­ვო­ბა­ში მე­ში­ნო­და, ახ­ლა ამით ვე­ღა­რა­ვინ შე­მა­ში­ნებს. თქვენ­თან სა­უ­ბარ­მა ერ­თი ამ­ბა­ვი გა­მახ­სე­ნა: რო­დე­საც მა­რა­დო­ნა დი­დე­ბის ზე­ნიტ­ში იყო, ერ­თ­მა ცნო­ბილ­მა მკითხავ­მა უწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა - ხვა­ლინ­დე­ლი თა­მა­ში ჩა­უფ­ლავ­დე­ბაო. მე­ო­რე დღეს ისე ითა­მა­შა, რომ მთე­ლი გუნ­დი დას­დევ­და და ვერ და­ე­წია... მსგავ­სი ამ­ბე­ბის შე­დე­გია, რომ ცრურ­წ­მე­ნე­ბის, მკითხა­ო­ბისა და წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი. სა­მა­გი­ე­როდ მჯე­რა, რომ ჩვენ უფ­ლის შვი­ლე­ბი ვართ და ადა­მი­ა­ნი თა­ვის ბედს თვი­თონ ქმნის. ასე­ვე მჯე­რა სულ­თა კავ­ში­რი­სა, სა­საფ­ლა­ო­ზე ხში­რად ავ­დი­ვარ და დე­და­ჩემს და მა­მა­ჩემს ვე­სა­უბ­რე­ბი ხოლ­მე, მაგ­რამ სახ­ლი­დან არ გა­ვი­დე იმი­ტომ, რომ რო­მე­ლი­ღაც ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ოდ­ნავ მარ­ცხ­ნივ არის გა­დახ­რი­ლი, ეს არას­წო­რად მი­მაჩ­ნია. ვინც ამ­დენს ახერ­ხებს, ხომ შე­იძ­ლე­ბა ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს ახე­დოს, ექ­ვ­სი რიცხ­ვი გა­მო­იც­ნოს და ლა­ტა­რი­ა­ში ჯეკ­პო­ტიც მოხ­ს­ნას? - ამას რა­ტომ ვერ ახერ­ხე­ბენ?

"მჯე­რა, რომ ბო­რო­ტი თვა­ლი არ­სე­ბობს"

ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი, ან­სამბლ "ე­რი­სი­ო­ნის" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი:

- ჰო­როს­კო­პე­ბის დი­დად მეც არ მჯე­რა. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გა­მოც კი არ ვკითხუ­ლობ. შა­ვი კა­ტა რომ გა­და­მირ­ბენს, მი­ხა­რია და რას ერ­ჩი­ან, ამ საბ­რა­ლო შავ კა­ტას, არ მეს­მის, 13 რიცხ­ვიც მიყ­ვარს და ამ­გ­ვარ ცრურ­წ­მე­ნებს არაფ­რად ვაგ­დებ. ჩე­მი აზ­რით, ადა­მი­ა­ნი ავად­მ­ყო­ფუ­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლი არა­ფერ­ზე არ უნ­და იყოს. ცრურ­წ­მე­ნე­ბის რა მო­გახ­სე­ნოთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მიყ­ვარს მეკ­ვ­ლე­ო­ბის ტრა­დი­ცია, ეს სულ სხვა ამ­ბა­ვია: მეც დავ­დი­ო­დი მეკ­ვ­ლედ და სხვაც მო­სუ­ლა ჩემ­თან. მჯე­რა, რომ ადა­მი­ა­ნი ოჯახ­ში კე­თი­ლი გუ­ლით რომ შე­დის, ეს ენერ­გე­ტი­კა იმ ოჯახ­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს. გათ­ვალ­ვი­საც მჯე­რა და იმი­საც, რომ ბო­რო­ტი თვა­ლი არ­სე­ბობს.

"მჯე­რა, მაგ­რამ ჰო­როს­კო­პე­ბის კარ­ნა­ხით ნამ­დ­ვი­ლად არ ვცხოვ­რობ"

ნი­ნი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- რა თქმა უნ­და, მჯე­რა იმი­ტომ, რომ ჩემს ჰო­როს­კოპს ბევ­რი რამ ემ­თხ­ვე­ვა. ას­ტ­რო­ლო­გია უძ­ვე­ლე­სი მეც­ნი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც ძვე­ლი დრო­ი­დან მო­დის. ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით თხის რქა ვარ და ჩემს და­ხა­სი­ა­თე­ბას რომ ვკითხუ­ლობ, იმ­დე­ნი სა­ერ­თო მაქვს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ და­ვე­თან­ხ­მო? პი­რა­დი რუ­კაც შედ­გე­ნი­ლი მაქვს და ეს ცალ­კე სა­ოც­რე­ბაა. თუმ­ცა არც იმის მომ­ხ­რე ვარ, რომ ადა­მი­ან­მა ჰო­როს­კო­პე­ბით უნ­და იცხოვ­როს, ასე ძა­ლი­ან დაპ­როგ­რამ­დე­ბი, მაგ­რამ თუ რა­ღა­ცას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს აპი­რებ - კონ­ტ­რაქ­ტის და­დე­ბას, ან ახა­ლი საქ­მის დაწყე­ბას, იმ დღის და იმ კვი­რის ჰო­როს­კო­პი უნ­და იცო­დე - ეს ძა­ლი­ან ბევ­რ­მა ადა­მი­ან­მა გა­მოცა­და თა­ვის თავ­ზე. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს